სანდრო როსელის დაცვის მხარე ესპანეთის სახელმწიფოსთვის ჩივილს აპირებს.
“ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა 21 თვე – 2017 წლის მაისიდან 29 წლის თებერვლამდე წინასწარ პატიმრობაში გაატარა, შემდეგ კი სასამართლომ დაადგინა, რომ ის დამნაშავე არ იყო და გაათავისუფლა.
როსელი და მისი წარმომადგენლები პატიმრობის ხანგრძლივობით ძალიან უკმაყოფილოები არიან და აპირებენ, სასამართლოში სარჩელი შეიტანონ. სავარაუდოდ, ისინი დიდ ფინანსურ სარგებელს მიიღებენ.
სანდრო როსელი “ბარსას” პრეზიდენტი 2010-14 წლებში იყო.



