დანიელ ორკასი, “ბარსელონაში” კუბოსა და ანსუ ფატის ყოფილი მწვრთნელი და ლა მასიას აკადემიის ცნობილი ფიგურა, ფიქრობს, რომ იაპონელი გათამაშებელი ლიონელ მესის ჰგავს, მაგრამ იგი მაინც ანსუ ფატის ამჯობინებს.
კუბო და ფატი “ბარსელონაში” 2012-2015 წლებში თანაგუნდელები იყვნენ, მაგრამ კუბო 2015 წელს კლუბ “ტოკიოში” წავიდა. ეს ის პერიოდი იყო, როცა ფიფამ “ბარსელონას” სასჯელი წაუყენა. გასულ ზაფხულში კუბო “რეალს” შეუერთდა.
“კუბო მესის ჰგავს, მაგრამ მე მაინც ანსუ ფატი მირჩევნია.” – განაცხადა ორკასმა, რომლის სიტყვებსაც Marca ციტირებს.
ფატიზე ლაპარაკისას ორკასმა 16 წლის ფეხბურთელის რთული პერიოდი პერიოდი გაიხსენა.
“მისთვის რთული პერიოდი იყო, რადგან სასჯელის გამო ერთი წლის განმავლობაში ვერ თამაშობდა. ამის გამო ჩვენ ამხანაგური შეხვედრები დავგეგმეთ, სადაც მას თამაში შეეძლო.”




როგორ იკბინებიან ეს პატარა კლუბები ნახე რაა… გუშინ ინტერს არ დაუთმო არაფერი სლავია დღეს აგერ ოლიპმიაკოსი როგორ იბრძვის ტოტენჰემთან… როგორც წესი ასე არ იწყება ხოლმე უჩლ… როგორც ჩანს დაძაბული ჯგუფები გვექნება.
ბოდიში ხო არ იცით ბარსელონას თამაშს cbc sport უშვებს თუ არა
არ მიყვარს მე ამ ასაკში უკვე ასეთი წნეხი რო აქვს ფეხბურთელს, აი უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია. უნდა განაგრძოს პროგრესი, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და უნდა იმუშაოს მონდომებით. იმედია არ შეწყვეტს პროგრესს, მაგრამ ჯერ ძლიერ გუნდებთან სათამაშოდ მაინც არაა მზად. გრანდებს ვგულისხმობ, ლა ლიგაზე უპრობლემოდ შეიძლება.
ფატტის დიდი მომავალი აქვს