ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანტუან გრიზმანი: უნდა მოვუმატოთ

ანტუან გრიზმანი: უნდა მოვუმატოთ

მას შემდეგ, რაც გუშინ “ბარსელონამ” “დორტმუნდთან” უგოლო ფრე დააფიქსირდა, ანტუან გრიზმანი აღიარებს, რომ “ბარსელონამ” თამაშს უნდა მოუმატოს.

კატალონიელები შეიძლება დამარცხებულიყვნენ, მაგრამ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მარკო როისის მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანის მოგერიებით, გუნდი ამისგან გადაარჩინა.

“მან მოიგერია თერთმეტმეტრიანი და სხვა მნიშვნელოვანი სეივებიც შემოგვთავაზა.” – ციტირებს გრიზმანის სიტყვებს Marca.

“სახიფათო მომენტებს ვერ ვქმნიდით და ეს უნდა გამოვასწოროთ.”

“უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ქულაც ქულაა.”

“ბარსელონას” ახალ შემტევ ტრიოს ლიონელ მესის გამოჩენით დებიუტი ჰქონდა და ფრანგმა ფეხბურთელმა იცის, რომ უნდა მოუმატოს.

“ეს მოერე თვეა, რაც აქ გადმოვედი.” – თქვა მან.

“მე ჯერ კიდევ ვეჩვევი მათთან თამაშს, ხოლო ისინი ჩემნთან.”

“ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ვიმუშავოთ.”

საერთო ჯამში, გრიზმანი ძალიან დამწუხრებული არაა.

“გასვლითი თამაში განსხვავებულია.” – დაამატა მან.

“გულშემატკივრები უფრო დიდ მხარდაჭერას გიცხადებენ და ამ დროს დამაჯერებლობა გემატება.”

“ჩვენთვის შანსების მოძებნა გვიჭირდა, თუმცა ეს გამოსწორებადია.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • kortoxa23
    schedule 18 სექ 2019, 19:02

    ბარსა ძაან გაუაზრებლად უტებდა არანაირი მონახაზი რო ტაქტიკა შეცვალო თითქოს უმწვრთნელოდ ყომარობენ, გრიზმანს კი თავადაც მოსამატებელი აქ ლეოს გამოსვლის შემდეგ საერთოდ არ ჩანდაე

  • M10 S9 D11
    schedule 18 სექ 2019, 18:25

    მართალი ხარ გრიზმო უნდა მოვუმატოთ დაბრუნდა მესიც უკვე შევა ნელა-ნელა ფორმაში და თამაშის ხაირსხიც მოიმატებს

  • nika 54
    schedule 18 სექ 2019, 16:39

    სანსები არ მოიმატებს, სანამ სირბილს არ დაიწყებთ. ყველანი მესის ნუ უყურებთ ის თუ არ დარბის სამაგიეროდ საგოლეებს აკეთებს, მაგრამ როცა გაიქცევა მეკარეს სახეში არ ახვედრებს ბურთს.