ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი დაბრუნდა, “ბარსელონამ” დორტმუნდში ქულა აიღო

მესი დაბრუნდა, “ბარსელონამ” დორტმუნდში ქულა აიღო

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, “ბარსელონა” სტუმრად დორტმუნდის “ბორუსიას” დაუპირისპირდა. 

F ჯგუფის მეორე შეხვედრა “ინტერსა” და პრაღის “სლავიას” შორის ასევე ფრედ, 1-1 დასრულდა, ასე რომ ოთხივე გუნდს ერთი ქულა აქვს.

თამაშმა გოლის გარეშე ჩაიარა. ყველაზე რეალური შანსი მარკო როისს ჰქონდა, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. ლუის სუარესი უკვე ბოლომდე გამოჯანმრთელებულია და შეხვედრა სრულად ჩაატარა, ანსუ ფატიმ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ლიონელ მესი კი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ხანგრძლივი უქმობის შემდეგ ჩაერთო. 

მეორე ტური 2 ოქტომბერს გაიმართება. “ბარსელონა” “ინტერს” უმასპინძლებს, ხოლო “სლავია” “დორტმუნდს” მიიღებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (24)

  • Puyol5
    schedule 18 სექ 2019, 13:54

    სათაური რა მაგარი აქვს "ბარესელონამ დორტმუნდში ქულა აიღოო", არადა იყო დრო როდესაც ასეთი სათაურით ქვეყნდებოდა ბარსას ფრე "ბარსელონამ დორტმუნდში 2 ქულა დაკარგაო"

  • ini888
    schedule 18 სექ 2019, 11:23

    ციტატა: dima359
    მარტო ვალვერდეს ნუ დააბრალებთ, ფეხბურთელები არ არიან ფორმაში. სუარესი და მესი ეხლა დაბრუნდნენ, ბუსკეცი სულ დაკარგული იყო, ალბამ ტრავმა მიიღო, სემედუ მარცხნივ თამაშობდა, ფატი 16 წლისაა და დაჩაგრეს ფიზიკურად. არტური იყო საუკეთესო, ულიდერა გუნდს, დეიონგს მეტი შეუძლია, ჯერ კიდევ მორცხვობს და საკუთარ თავზე არ იღებს ბევრს. ჩემი აზრით ფატი ძირითადში არ უნდა ყოფილიყო, ბევრი შეცდომა დაუშვა და დაცვასაც ვერ ეხმარებოდა საერთოდ. გრიზმანს ყოჩაღ, შავი სამუშაო კარგად შეასრულა.

    მწვრთნელი როხარ მაქსიმუმი უნდა დაადებინო ფეხბურთელს ს კიარაა როო გუნდი როცა ვერ თამაშობს იხვნისკარტასავით იყირებოდე. სად მოაფიქრდა რბერტოს და სემედოს ფლანგების შეცვლა და ააკიდებინა პენალტი სემედუს როცა მარცხენა მცველი იტრამვება თუარ გყავს სათადარიგოს მარცხენა მცველი უნდა შემოიყვანო ან გადაწიო მარჯვენა ნახევარმცველი ეს არის 2×2 =4 ბოლოს როდის მოგეწონა ვალვერდეს თამაში გასვლაზე თუ გაიხსენებ აერთოთ

  • KING_BARCA
    schedule 18 სექ 2019, 10:01

    რა თამაშიც იყო, იმის მიხედვით ქულა. მართლა მშვენიერია… ეძახე ეხლა ბარსა ასე იყო ისე იყო ანგრევდა ლეწავდა და ესე შემდეგ… ეხლა ესაა რეალობა და ამ რეალობაში ეს ერთი ქულაც კარგია…

  • dima359
    schedule 18 სექ 2019, 05:22