ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეონარდო: ნეიმართან დაკავშირებით ყველაფერი გადაწყვეტილი ჯერ არაა

ლეონარდო: ნეიმართან დაკავშირებით ყველაფერი გადაწყვეტილი ჯერ არაა

ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვეუნ უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებთ ნეიმარზე, სანამ შემდეგი სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება.

ლეონარდო, პსჟ-ს სპორტული დირექტორი აცხადებს, რომ ჯერ ნეიმარის მომავალთან დაკავშირებით კიდევ არაფერია გადაწყვეტილი.

“მართალია თუ ვიტყვით, რომ ნეიმართან დაკავშირებით ყველაფერი გადაწყვეტილი ჯერ არაა.” – ლეონარდოს სიტყვებს RMC Sport ციტირებს.

“მაგრამ ამის ირგვლივ მექსიკური ტელე-ნოვერლას მოწყობა არ ღირს. ჩვენ უნდა ვითამაშოთ და ვივარჯიშოთ.”

“დიახ, ნეიმარმა დაუშვა შეცდომები, მაგრამ სატრასფერო ფანჯარა დაიხურა და იგი პოზიტიურად დაბრუნდა.”

“ბრაზილიის თამაშების შემდეგ, იგი გამოჩდა ვარჯიშებზე და ძალიან კარგად იქცეოდა. მან მნიშვნელოვანი მატჩი ჩაატარა არახელსაყრელ პირობებში და ჰოლივუდის სცენარის სტილში წარმოუდგენელი გოლი გაიტანა. თამაშის შემდეგ კი გულწრფელი და ძალიან კარგი განცხადება გააკეთა.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • marco reus 11
    schedule 18 სექ 2019, 11:48

    ნეიმარი რა აღარ გვყავს ცუდია ,მარა სუარესიც არ გვყავს ორი სეზონია ლიგაზე და მესამე დაიწყო უკვე. ამას დავიჯერო ვერ ხედავენ? ტიპს ერთი გოლი აქ 25 თუ 26 თამაშში ტეხავს უკვე მაგრად :დ თანაც ახლა ხო არის ალტერნატივაა გრიზმანი. ნუ ვნახოთ ის ჭირიანი დემბელე რო დაბრუნდება მერე მაინც უნდა სცადონ გრიზმანის ცენტრფორვარდობა ლიგაზე. გულისამრევია სუარესი ლიგაზე უკვე წლებია და რატომღაც მგონია,როარა მისი ახლო მეგობრობა მესისთან აქამდე მოსვამდნენ.

  • KING_BARCA
    schedule 18 სექ 2019, 11:26

    მე პირადად ამაზე სიახლეების კითხვა და ეს ბრაზიულიური პორნოგრაფია აღარ მსიამოვნებს ამ საიტზე…მთელი ზაფხული ხო გადაგვიყოლა ჯერ…. ეხლა კიდე….