ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დორტმუნდი-ბარსელონა: სავარაუდო შემადგენლობები (SPORT)

დორტმუნდი-ბარსელონა: სავარაუდო შემადგენლობები (SPORT)

ოფიციალური განაცხადის დასახელების შემდეგ, კატალონიურმა Sport-მა “დორტმუნდი”-“ბარსელონას” შეხვედრის სავარაუდო შემადგენლობები დაასახელა. 

მოსალოდნელია, რომ ყველაზე დიდი სიახლე ძირითად შემადგენლობაში ლუის სუარესის დაბრუნება იქნება, რომელმაც ტრავმა ჯერ კიდევ პირველ ტურში მიიღო. რაც შეეხება ლიონელ მესის, რომელსაც ამ სეზონში საერთოდ არ უთამაშია – ის, დიდი ალბათობით, საჭიროების მიხედვით თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება. 

სუარესს შეტევაში ანტუან გრიზმანი და კარლეს პერესი დაეხმარებიან, ანსუ ფატის გადატვირთვას კი ერნესტო ვალვერდე მოერიდება. 

ნახევარდაცვას ბუსკეტსის, არტურის და დე იონგის სამეული შეადგენს და სავარაუდოდ, მათ სერჟი რობერტო და არტურო ვიდალი ჩაანაცვლებენ. 

მარჯვენა მცველი ნელსონ სემედუ იქნება, ცენტრალური მცველის პოზიციაზე ჟერარ პიკე და კლემან ლანგლე ითამაშებენ, მარცხენა ფლანგზე კი ჟორდი ალბა იქნება. კარს, ტრადიციულად, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დაიცავს. 

მატჩი “სიგნალ იდუნა პარკზე” საქართველოს დროით 23 საათზე დაიწყება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 17 სექ 2019, 20:23

    აი ზუსტად ეგ კამანდა უნდა დააყენოს და მეორე ტაიმში მესი უნდა შემოიყვანოს

  • ana anukii
    schedule 17 სექ 2019, 18:12

    ციტატა: nikusha
    გრანადასთან უნდა გადავახალისოთ შემადგენლობა:

    ტერ შტეგენი
    ვაგე-ტოდიბო-ლენგლე-ფირპო
    არტურო ვიდალი-რაკიტიჩი/არტური-ს.რობერტო
    მესი-სუარესი-ალენია

    სემედუმ, პიკემ, ალბამ, დე იონგმა, გრიზმანმა უნდა დაისვენონ მერე ლენგლე დაისვნებს ხეტაფესთან და პიკე-ტოდიბო დადგნენ


    გადავახალისოთ მეცარვიცი 15 ქულით ვართ უკვე წინ :))))))

  • dshvelidze
    schedule 17 სექ 2019, 16:37

    აბა ბიჭებო წარმატებები.