ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარკ ბარტრა: მატჩს სევილიაში, საკუთარი სავარძელიდან შევხედავ

მარკ ბარტრა: მატჩს სევილიაში, საკუთარი სავარძელიდან შევხედავ

“ბეტისის” მცველმა, ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩზე, რომელიც “დორტმუნდსა” და “ბარსელონას” შორის გაიმართება, კომენტარი გააკეთა.

“სამშაბათს გასამართი შეხვედრა, “დორტმუნდსა” და “ბარსას” შორის, ჩემთვის, მნიშვნელოვანი იქნება. ჩემპიონთა ლიგის წარმოუდგენელი დასაწყისი!” – ციტირებს ბარტრას სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდი.

“სიგნალ იდუნა პარკი” შესანიშნავი მოედანია, სადაც დაუვიწყარი დრო გავატარე. “დორტმუნდი” ძალიან მომწონს იმ დროის შემდეგ, რაც იქ განვიცადე. პირველად შევხვდი ისეთ გუნდს, რომელმაც ისე აღმზარდა, როგორც “ბარსელონამ”.

“მატჩის ყურებას სევილიაში, საკუთარი სავარძელიდან ვაპირებ, სადაც ისეთი შესანიშნავი გუნდის მაისურით გამოვდივარ, როგორიც “ბეტისია”. მატჩის განმავლობაში ძალიან რთული იქნება არ გავიხსენო ის მომენტები, რომლებიც “დორტმუნდისა” და “ბარსას” რიგებში განვიცადე.” – თქვა ბარტრამ.

28 წლის მცველი “ბარსელონაში” 2009 წლიდან, 2016 წლამდე თამაშობდა, ხოლო “დორტმუნდში” 2016 წლიდან, 2018 წლამდე.

გერმანული გუნდი “ბარსას” 17 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე უმასპინძლებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • Don_Andresito
    schedule 16 სექ 2019, 13:29

    ლამის რო აგაფეთქეს ეგ დაგავიწყდა? 😀

  • Andres_Iniesta
    schedule 16 სექ 2019, 13:09

    ისე ეს თაობა ლამასიამ ძაან ჩააგდო

    ალკანტარაა მხოლოდ ძლიერი

    დანარჩენები ერთმანეთზე უარესები არიან..