“ბარსელონას” მცველმა, სამუელ უმტიტიმ ზამთარში შესაძლოა კლუბი დატოვოს, იტყობინება Calciomercato. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ფრანგი ფეხბურთელი ძველ ფორმას ვეღარ დაიბრუნებს.
როგორც იცით, საფრანგეთის ნაკრების განკარგულებაში მყოფმა სამუელმა ტრავმა მიიღო და მას 5-6 კვირით თამაშგარეთ ყოფნა მოუწევს.
ფრანგის კონტრაქტი “ბლაუგრანასთან” 2023 წლამდეა გათვლილი. ზაფხულში მისით “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდებოდა.




რამე რო მოხდეს და ლენგლე დაიმტვრეს არაუხოს ვენდოთ ლიგაზე? სისულელე იქნება უმტიტის გაშვება
მცველი გვეყოლება მერე საძებნი და ნორმალური მცველის გადმოყვანას შუა სეზონში ვერ მოვასწრებთ ჯობია დატოვონ ზამენაზე მაინც გამოგვადგება და ეგება შევიდეს ფორმაში