ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ეტო’ო სალაჰზე, მანესა და მესიზე საუბრობს

ეტო’ო სალაჰზე, მანესა და მესიზე საუბრობს

კამერუნიის ნაკრებისა და “ბარსელონას” ყოფილ ფეხბურთელს, სამუელ ეტო’ოს ურყევი პოზიცია გააჩნია სალაჰის, სადიო მანესა და “არსენალის” ფეხბურთელის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის შესახებ, რომლებიც, მისი აზრით, ოქროს ბურთის მოგების 5 პრეტენდენტს შორის უნდა დასახელდნენ.

მიუხედავად ამისა, ის გრძნობს, რომ ეს არ მოხდება. ეტო’ოს აზრით, აფრიკელ ფეხბურთელებს პატივს არ სცემენ, მიუხედავად იმისა თუ რა წარმატებები აქვთ მათ.

“ჩვენ პატივს არ გცემენ,” – განუცხადა ეტო’ომ RFI-ს.

“ვიმედოვნებ, რომ ვცდები, თუმცა ეს ფაქტია. შემდეგი “ოქროს ბურთი” არც სალაჰის იქნება და არც მანესი.”

“გამართლება არ აქვს იმას, რომ მანე, სალაჰი ან ობამეიანგი, რომლებმაც პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს, შეიძლება 5 პრეტენდენტთა შორის არ მოხვდნენ.”

“მესიც და კრიშტიანუ რონალდუც ძლიერები არიან, თუმცა ვინ მოიგო ჩემპიონთა ლიგა? მანემ და სალაჰმა.”

“ლივერპულის” დუეტმა ნამდვილად კარგი სეზონი ჩაატარა. ორივეს უფლება აქვს მიიღოს პრემიერ ლიგის ოქროს ბუცი, რადგან ორივემ 22 გოლი გაიტანა. შესაბამისად, “წითლები” მესის ეჯიბრებიან ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მიღებაში.

შეგახსენებთ, რომ ეტო’ომ ფეხბურთიდან წასვლის თაობაზე განცხადება უკვე გააკეთა. კარიერაში ყველაზე წარმატებული პერიოდი მას კატალონიაში ჰქონდა. ეტო’ომ “მალიორკა” დატოვა და 2004 წელს “ბლაუგრანას” დაახლოებით 24 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეურთდა. მოლაპარაკებებში ასევე “რეალიც” მონაწილეობდა, მისი ყოფილი გუნდი, რომელსაც უნდოდა კამერუნელის დაბრუნება და მისი იჯარის წესით გასხვისება.

სამუელ ეტო’ო გაცვალეს ზლატან იბრაჰიმოვიჩში. მიუხედავად რამდენიმე დაშავებისა, “ბარსელონაში” მან ხუთი ძალიან წარმატებული სეზონი ჩაატარა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში