ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
37 წელი მარადონას დებიუტიდან

37 წელი მარადონას დებიუტიდან

11 სექტემბერი “ბარსელონასთვის” საკმაოდ კარგ მოგონებებთან ასოცირდება.

ზუსტად 70 წლის წინ “ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი საშინაო გამარჯვება მოიპოვა. “ბლაუგრანამ” “ჟიმნასტიკს” 10:1 მოუგო. ნავარომ აქტივში 5 გოლი ჩაიწერა, ხოლო სეზარმა თავი ჰეთ-ტრიკით გამოიჩინა.

1982 წლის 11 სექტემბერს, “კამპ ნოუზე” დიეგო არმანდო მარადონას სადებიუტო შეხვედრა გაიმართა. “ვალიადოლიდს” “ბარსელონამ” 3:0 მოუგო, ლეგენდარულმა არგენტინელმა კი თავი გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.

ზუსტად 35 წლის წინ, ანტონიო ოლმოსა და პედრო მარია არტოლოს საპატივცემულოდ ამხანაგური შეხვედრა ჩატარდა “კამპ ნოუზე”, სადაც “ბარსას” “ბილბაომ” 2:0 მოუგო. მაყურებელთა რაოდენობა მხოლოდ 7 ათასი კაცი იყო.

2007 წლის 11 სექტემბერს, “ბარსელონა” კატალონიის თასის შეხვედრაში “ჟიმნასტიკთან” 1:2 დამარცხდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში