ნურას უკაცრავად, თუ ვფიქრობდით, რომ ყველაფერი დამთავრდა.
სხვადასხვა მედია წყაროებზე დაყრდნობით, ნეიმარი ისევ აქტიური თემა იქნება, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა იანვარში კიდევ ერთხელ გაიხსნება. France Football ირწმუნება, რომ “რეალი” თვალყურს ადევნებს მოვლენათა განვითარებას და შეუძლია სათანადო შეთავაზების გაკეთება, თუ პსჟ მოლაპარაკებებისთვის კარს გააღებს.
Tuttosport-ი ირწმუნება, რომ პსჟ-ს დირექტორს ლეონარდოს საწრაფოდ უნდა ნეიმარის გაყიდვა. მას სურს შეწყდეს ის აჟიოტაჟი და სპეკულაციები, რაც ბრაზილიელის ირგვლივ ხდება. თუ ნეიმარი კვლავ გამოჩნდება სატრანსფერო ბაზარზე, მაშინ, სავარაუდოდ, მეორე რაუნდს უნდა ველოდოთ, სადაც მისთვის “ბარსელონა” და “რეალი” კვლავ იბრძოლებენ.




ნეიმარის მისაღებ ფასში დათრევა ცუდი არ არის
და ათასი სხვა ზღაპარი Tuttosport-თან ერთად
წამოვიდეს და დაგვასვენოს ყველა ;დ