მატიას პოგბამ განაცხადა, რომ მის ძმას, პოლსა და ლიონელ მესის სატრანსფერო დისკუსია ჰქონდათ. როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის ჩემპიონატს მსოფლიო საფეხბურთო პრესა ფრანგი სუპერვარსკვლავის მომდევნო დანიშნულების წერტილად მიიჩნევდა, “ბარსელონა” კი მისით დაინტერესებულ კლუბთა ჩამონათვალში იყო.
“ვიცი, რომ პოლი რამდენიმე მოთამაშეს დაუკავშირდა. მესი მათ შორის იყო, მაგრამ ლეოს ყოველთვის არ ესაუბრებოდა. მას კონტაქტი ჰქონდა გრიზმანთანაც.“- ციტირებს მატიას პოგბას სიტყვებს Goal.
საბოლოოდ, სატრანსფერო ფანჯარა პოგბასთვის სიახლით არ დამთავრებულა. ის კვლავ “მანჩესტერ იუნაიტედში” ასპარეზობს.




პოლი კლასნია პროსტა ადგილი აღარაა ნახ დაცვაში
მოშორდეს აქედან ეს გაპიარებული
ცოდოა ესეთი დონისიგროკი მანჩესტერში..რა ცუდია საერთოდ რო ამდენი მაღალი დონის კლუბი ჩაბანძდა 🙁