“ფლამენგოს” მარცხენა მცველმა ფილიპე ლუისმა პსჟ-ს ფორვარდის ნეიმარის არშემდგარ ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.
“დარწმუნებული ვარ, რომ ნეიმარს “ბარსელონაში” გადასვლა უნდოდა. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მაშინ ბოლო ორი თვის განმავლობაში ამის შესახებ არაფერს იტყოდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, პსჟ-ს დატოვება რთულია, რადგან ისინი ძირითადად ლიდერებს არ ყიდიან.
ვფიქრობ, ნეიმარი მშვიდადაა. მას პსჟ-ში ისეთი ფეხბურთელების გვერდით, როგორებიც მბაპე, კარდი და კავანი არიან, განვითარება შეუძლია, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ გუნდმა რამეს მიაღწიოს.” – ციტირებს ფილიპე ლუისის სიტყვებს Goal.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” 27 წლის ნეიმარზე მოლაპარაკებებს დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდა, თუმცა პსჟ-სთან შეთანხმება ვერ მოახერხა. მის გადაბირებას “რეალიც” ცდილობდა, მაგრამ სამეფო გუნდს პირობები არ აწყობდა.



