ერნესტო ვალვერდებს თანდათანობით ფეხბურთელები უბრუნდებიან, რომელთა შორის ჟუნიორ ფირპოცაა. მან “ბარსელონას” შემადგენლობასთან სრული დატვირთვით ივარჯიშა.
მარცხენა მცხველმა “ოსასუნასთან” თამაში მუხლის არეში მიღებული ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ ახლა ის მზადაა თანაგუნდელებთან ბოლომდე დაიხარჯოს.
ამის პარალელურად, ლიონელ მესი და ლუის სუარესი მუშაობას განაგრძობენ, თუმცა განცალკევებით.
ორივე ფეხბურთელი უკეთაა და მათ შეუძლიათ “ვალენსიასთან” მატჩისთვის მზად იყვნენ სანაკრებო პუაზის ბოლოს, თუ მუშაობას მოუმატებენ.
4-დღიანი დასვენების შემდეგ, ის ფეხბურთელები, რომლებსაც სანაკრებო პაუზაზე მონაწილეობა არ მიუღიათ, ვარჯიშს ორშაბათს დაუბრუნდებიან და ვალვერდე ვარჯიშის ხარისხს მთელი კვირის განმავლობაში დააკვირდება, რადგანაც ჩემპიონთა ლიგა ძალიან მალე დაიწყება.
ანსუ ფატიმაც, “ბარსელონას” ამ სეზონის თინეიჯერმა ვარსკვლავმა, ვარჯიში პირველ გუნდთან ერთად განაგრძო მას შემდეგ, რაც “ოსასუნას” წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.




ეეე რა გაახირეს რა საქმე დროზე მოოხოდონ რაა
მაგრამ ამ ფოტოზე კოუტინიო ვარჯიშობს გუნდთან ერთად რაც მთავარია
ანსუ ფატის პირველ გუნდთან ერთად რეგულარულად ყოფნა მომწონს..მასზეა დამოკიდებული ფსიქოლოგიური მხრივ..თუ გაართვა თავი მომავალში საკმაოდ მძიმე წონიანი ვარსკვლავი გახდება