“ბარსა ბ”-ს შემადგენლობაში შაბათს შედგა 16 წლის ახალგაზრდა და იმედისმომცემი ფეხბურთელის მორიბას დებიუტი, რომელმაც 67-ე წუთზე ფერან სარსანედასი შეცვალა, თუმცა გუნდი ამ მატჩი 0-1 დამარცხდა.
თამაშისას შეიმჩნეოდა მისი გამბედაობა და ხასიათი სხვადასხვა სახიფათო სათამაშო სიტუაციებში.
ფეხბურთელი უკვე რამდენიმე წელია “ახალგაზრდა პოგბად” და “ლა მასიის” ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ტალანტად ითვლება და კლუბმა ძალიან დიდი ჯაფა გასწია, რათა მასთან კონტრაქტი გაეხანგრძლივებინა.
ანსუ ფატისთან ერთად, იგი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფეხბურთელი იყო, რომელმაც ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და ორივე ძალიან ჩქარი ტემპებით ითვისებენ “ბარსელონას” სისტემას.
ანსუ ფატიმ თავისი პირველი გოლი გუნდის მეორე შეხვედრაში გაიტანა, ხოლო მორიბას, რომელიც ჯერ “ჟუვენილ ა”-ს ფეხბურთელია, “ბარსა ბ”-ში დებიუტი უკვე ჰქონდა.




წარმატებები მორიბა
თასის მატჩში ამასაც რო მიცენ თუნდაც 5 წუთი დიდი მოტივაცია იქნება და უფრო მეტად დაიხარჯება ვარჯიშებზე