ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე ადასტურებს, რომ ამერიკაში ვალვერდეს ნებართვის გარეშე გაფრინდა

პიკე ადასტურებს, რომ ამერიკაში ვალვერდეს ნებართვის გარეშე გაფრინდა

“ბარსელონას” ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე აღიარებს, რომ ერთი წლის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ერნესტო ვალვერდეს სურვილის საწინააღმდეგოდ გაფრინდა.

“ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციას ჩვენი პროექტის ბედი უნდა გადაეწყვიტა. ვალვერდესთან მივედი და ვუთხარი: “მისმინე, ერნესტო, უნდა წავიდე, რადგან ვეჭვობ, ჩემი იქ ყოფნა საქმეს წინ სასწევს.” არ მინდოდა მისთვის მეთქვა, რომ ორლანდოში მიწევდა წასვლა. მწვრთნელს არც კი უთქვამს და არც არა. შემდეგ ესპანეთის სუპერ თასზე “სევილიასთან” ვითამაშეთ და ჩემი გოლით მოვიგეთ. ამის შემდეგ მასთან კიდევ ერთხელ მივედი და ვუთხარი: “ერნესტო, თუ გახსოვს წასვლის უფლების მოცემა გთხოვე. მხოლოდ ერთ ვარჯიშს გავაცდენ, დავბრუნდები და ჩემპიონატის თამაშს მოვიგებთ. არ ინერვიულო. ის თავდაპირველად დამთანხმდა, შემდეგ კი მკითხა, თუ ტერიტორიულად სად უნდა წავსულიყავი. როდესაც გაიგო, რომ საუბარი ორლანდოზე იყო, მითხრა: “არა, ამ საკითხზე აღარც დამელაპარაკო, ეს ძალიან ხანგრძლივი მგზავრობა იქნება.

მას ვარწმუნებდი, რომ დავბრუნდებოდი და თამაშს მოვიგებდით. მაინც წავედი, ჩემი პროექტი დაამტკიცეს, დავბრუნდი და მოვიგეთ.” – ციტირებს პიკეს სიტყვებს Mundo Deportivo.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • M10 S9 D11
    schedule 08 სექ 2019, 02:37

    ლიგის ნახევარ ფინალის წინ რო წახვიდე სადმე არ გინდა joy joy joy

  • Gaucho24
    schedule 08 სექ 2019, 00:27

    სწორედ მაგიტომ უჭერს ხელმძღვანელობაც და ფეხბურთელების დიდი ნაკადი მხარს ვალვერდეს , რომ ყველა თავის ჭკუაზე ატრიალებს , ეტყვიან წააგეო ესეც აგებს , ეტყვიან მოიგეო ეტყვის მესის მოიგეო და მესიც იგებს , ეტყვიან ტრანსფერი არ გინდაო ამასაც არ უნდა და თვითონ როდის გამოუხატავს ტრანსფერის სურვილი , აბა პიკეს გვარდიოლასთან გაეკეთებინა ასე , დალპებოდა სკამზე და განვითარდებოდა ტოდიბო ))

  • dembelle
    schedule 07 სექ 2019, 23:09

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    კიდევ ერთხელ დამგკიცდა რა ნეხვიცაა ვალვერდე, საკუთარი ფეხბურთელები პატივს არ ცემს, მის სიტყვას ნეხვის ფასიაქ, რა აჩერებს კლუბში, ადგეს და წავიდეს მაგის დდშ


    Ardagaviwydes megobaro rom pike tabis interviuebshi mkapiod ucherda mxard valverdes da ndobas ucxadebda da yavdes exla tavisi cxvirvalde

  • Andres_Iniesta
    schedule 07 სექ 2019, 20:36

    პეპი კიდე სექსს გიკრძალავდათ.