სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა და 2019/20 წლების სეზონის პირველი ნახევრისთვის “ბარსელონას” სრული შემადგენლობა ცნობილია. დღეს, მოთამაშეების ნომრები ცნობილი ოფიციალურად გახდა.
ახალწვეულმა ანტუან გრიზმანმა 17 ნომერი აირჩია, ხუნიორ ფირპომ – 24, ფრენკი დე იონგმა კი 21, რომელიც აქამდე კარლეს ალენიას ეკუთვნოდა. ახლა, ალენია 19 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ფილიპე კოუტინიოს, რაფინიას და მალკომის წასვლის შემდეგ თავისუფალი ნომრებია 7, 12 და 14.



