ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსელონა“ პამპლონაში ჩავიდა

„ბარსელონა“ პამპლონაში ჩავიდა

პარასკევს, “სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერზე” გამართული ვარჯიშის შემდეგ, “ბარსელონა” პამპლონას ეწვია. როგორც იცით, ლა ლიგაში აღზევებულ “ოსასუნასთან” შეხვედრისთვის ერნესტო ვალვერდემ 18-კაციანი განაცხადი დაასახელა.

ანსუ ფატისა და კარლეს პერესს შეუფასებელი გამოცდილების მიღების შანსი კვლავ ექნებათ. ლაზარეთში იმყოფებიან ლიონელ მესი, ლუის სუარესი, უსმან დემბელე და ნეტუ.

“ელ სადარზე” “ბარსელონა” ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მეორე გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. გახსნით შეხვედრაში “ბლაუგრანა” “ბილბაოსთან” დამარცხდა (0:1), ხოლო “ბეტისთან” მატჩი კატალონიელებისთვის ტრიუმფალური აღმოჩნდა (5:2).

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)