ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოსასუნა – ბარსელონა (პრევიუ)

ოსასუნა – ბარსელონა (პრევიუ)

31 აგვისტოს, 19:00 საათზე, “ოსასუნასა” და “ბარსელონას” შორის ლა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრა გაიმართება. წარმოგიდგენთ შეხვედრის პრევიუს.

განვლილ 2 შეხვედრაში ხვალინდელმა მასპინძლებმა 4 ქულა დააგროვეს, ხოლო კატალონიელებმა 3. “ოსასუნას” ენრიკე ბარხა და უნაი გარსია დააკლდებიან, ხოლო ვალვერდეს გუნდს ნეტო, უსმან დემბელე, ლუის სუარესი და მესი ვერ დაეხმარებიან, შესაბამისად, სავარაუდო შემადგენლობაც ასე გამოიყურება:

  • “ოსასუნას” წინააღმდეგ ლა ლიგის ეგიდით გამართულ გასულ 6 საგარეო შეხვედრაში, კატალონიელებმა მეტოქის კარი პირველ ტაიმში მხოლოდ ერთხელ აიღეს.
  • მარცხენა ფლანგზე მოსალოდნელია ჟორდი ალბას დომინაცია, რომელმაც “ოსასუნას” სტადიონზე გამართულ ბოლო მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
  • 2016 წლის დეკემბრის შემდეგ, “ბარსელონა” ლა ლიგაში აღზევებულ გუნდს სტუმრად შვიდჯერ დაუპირისპირდა და აქედან 5 მატჩი მოიგო.
  • “ოსასუნა” “ბარსელონასთან” დაპირისპირებას საკუთარ კედლებში 26-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება.

ურთიერთშეხვედრები:

ბომბარდირთა დავის საუკეთესო ექვსეული:

№გუნდიფეხბურთელიგოლების რაოდენობა
1-6რეალიკარიმ ბენზემა2
1-6ბარსელონაანტუან გრიზმანი2
1-6ბეტისილორენი2
1-6ვალიადოლიდისერჟი გვარდიოლა2
1-6ვილიარეალიმორენო2
1-6ლევანტეროჟერი2

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 31 აგვ 2019, 01:27

    დიდი ანგარიშით უნდა მოვუგოთ

  • Wayne ♛♛♣♣
    schedule 30 აგვ 2019, 23:57

    ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა, გილიემ ბალაგემ თავდამსხმელ ნეიმარის ტრანსფერის თაობაზე "ბარსელონასა" და "პსჟ"-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალები გაამხილა.

    კატალონიურმა და პარიზულმა კლუბებმა ბრაზილიელი 200 მილიონ ევროდ შეაფასეს, თუმცა "ლურჯ-ბროწეულისფრები" ამ თანხის სრულად გადახდას ვერ ახერხებენ და სურთ ტრანსფერში თავიანთი ფეხბურთელები ჩართონ.

    მიუხედავად ამისა, როგორც აქამდე დაიწერა, უსმან დემბელემ, ივან რაკიტიჩმა და ჟან-კლერ ტოდიბომ "ბარსადან" წასვლაზე უარი თქვეს.

    თუმცა, როგორც იუწყებიან, კლუბებს შორის მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.

  • Andres_Iniesta
    schedule 30 აგვ 2019, 23:53

    ხვალ უნეჭველი უნდა მოვიგოთ.

    ცუდია რო მესი არააა