“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, “ოსასუნასთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
“ლეო მესი ჩვეულებრივი გამოჯანსაღების პროცესს გადის. ახლა ის ვერ დაგვეხმარება, მაგრამ იმედი მაქვს, სანაკრებო პაუზის შემდეგ, “ვალენსიასთან” დაბრუნებას მოახერხებს.
დემბელე ამ მომენტისთვის ტრავმირებულია და მის გამოჯანმრთელებას უნდა დავუცადოთ. მასზე სხვა კომენტარს არ გავაკეთებ.
სეზონი ხანგრძლივია და წლის განმავლობაში, თავის გამოჩენის შანსი ყველას ექნება. მათ შორის ივან რაკიტიჩსაც, რომელიც შესანიშნავი ფეხბურთელია და ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ უნდა წავიდეს ის.
ჩემპიონთა ლიგაზე ძლიერი მეტოქეები შეგვხვდა, თუმცა ეს ყოველთვის ასეა. რთული იქნება, მაგრამ ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლაა.
ლუის ენრიკეს ყველა ჩვენგანის მხარდაჭერას და დიდ ხვევნას ვუგზავნი”.




ხვალ არტური ათამაშე შე ცხვირგასიებულო თორე დედას მიგიცენზურებ