ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნესტო ვალვერდე “ბეტისთან” მატჩის წინ

ერნესტო ვალვერდე “ბეტისთან” მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, “ბეტისთან” საშინაო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე თემაზე ისაუბრა. 

მეტოქე

“რა თქმა უნდა, წინა სეზონის შედეგი გვახსოვს და ეს გათვალისწინებული გვაქვს. თუმცა, ამ გუნდის ახლანდელ მდგომარეობასაც ვითვალისწინებთ, რადგან მათ მწვრთნელ რუბის “ესპანიოლთან” დავუპირისპირდით”. 

ანტუან გრიზმანი

“ის თამაშში უკეთესად უნდა ერთვებოდეს. “სან მამესზე” ბევრი მომენტი ვერ შექმნა, ჩვენ კი გვინდა, რომ მეტ გადამწყვეტ ეპიზოდში ჩანდეს. მან უნდა სცადოს, რომ მეტად ჩართული იყოს”. 

პირადი მდგომარეობა

“თავს ცუდად არ ვგრძნობ, მაგრამ გააჩნია, თავს ვის შეადარებ – ჩემს მეგობარს, რომელიც იბიცაზე ისვენებს თუ მეგობარს, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში იმიგრანტების გადარჩენაზე მუშაობს. ყველა, ვინც აქაა, ძალიან იღბლიანია, მე კი – ყველაზე მეტად. 

პიკეს 500 მატჩი

“პიკე ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაა. მე ყურადღებას მის თამაშს ვაქცევ, ის ფაქტი კი, რომ ის უკვე მეხუთასედ ითამაშებს, ბევრს მეტყველებს. პიკე “ბარსელონასთვის” ისტორიული მოთამაშე უკვე არის, მაგრამ მე მინდა, რომ ყველა შეხვედრაში კარგად გამოიყურებოდეს”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში