ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარის მამა პსჟ-ს დასატოვებელ გზებს ეძებს

ნეიმარის მამა პსჟ-ს დასატოვებელ გზებს ეძებს

რამდენიმე დღის წინ, ნეიმარის მამა თავისი შვილის ერთ-ერთ აგენტს, პინი ზაჰავის შეხვდა და ბრაზილიელი ფეხბურთელის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია შეაფასა. ის ყველაფერს აკეთებს, რათა ნეიმარს პსჟ დაატოვებინოს, იტყობინება Paris United.

წყაროს ცნობით, “პარი სენ-ჟერმენმა” “ბარსელონას” პირველი შეთავაზება უარყო, მაგრამ პარიზელები ნეიმარის “ბლაუგრანაში” ტრანსფერს მაინც არ გამორიცხავენ. მათ უბრალოდ უკეთესი წინადადების მიღება სურთ.

პარიზული გამოცემა იტყობინება, რომ “რეალს” პსჟ-სთვის შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია.

პსჟ ნეიმარის გასაშვებად მზადაა, თუმცა მათ ტრანსფერის განსახორციელებელი ბოლო ვადა დააწესეს, რათა ბრაზილიელის შემცვლელის ყიდვა მოასწრონ.

“პარი სენ-ჟერმენი” უკვე შეეგუა იმ ფაქტს, რომ არც “რეალს” და არც “ბარსელონას” ნეიმარის გადასაბირებლად საკმარისი თანხა არ აქვს, ამიტომ დიდი ალბათობით, ფეხბურთელი თავის ამჟამინდელ კლუბს იჯარის წესით დატოვებს. ახლა, ერთადერთი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება – რომელი გუნდი გადაიხდის მეტს?

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (10)

  • ozbeta
    schedule 22 აგვ 2019, 17:14

    ციტატა: InfinityIniesta

    ციტატა: ozbeta
    რა ვერ გამიგია იციი, ისე წერთ ბოლოში ვინ მეტს გადაიხდისო, თითქოს ნეიმარის სურვილზე არაა დამოკიდებული სად გადავა. აი ვთქვათ რეალმა მეტი გადაიხადა, მაგრამ ნეიმარს ერთ ადგილზე კიდია რეალი, როგორ ფიქრობთ მაინც რეალში გადავა? შეთანხმება ორმხრივია, მონა კი არაა ასე სადაც მოუნდება იქ გაყიდოს პსჟ-მ


    ნეიმარის პრიორიტეტი პსჟ-ს დატოვებაა და არა ბარსელონაში თამაში. რა თქმა უნდა, რეალში გადასვლას აქ დაბრუნება ურჩევნია, მაგრამ თუ არ გამოვა ბარსაში ტრანსფერი, რეალში უპრობლემოდ გადავა.


    ანუ შენ ამბობ რომ ოღონდ პსჟ დატოვოს და ჩინეთშიც წავა სათამაშოდ? საერთოდ არ მგონია რომ ნეიმარს რეალი ხიბლავდეს და იქ თამაში სურდეს. ან ბარსაში დაბრუნდება ან დარჩება ერთი სეზონით კიდე იქ სადაც ახლა არის

  • barca`barca
    schedule 22 აგვ 2019, 16:54

    სასწრაფოდაა მოსაყვანი..აბა დემბელე გინდ ყოფილა გუნდში და გინდ არა..ნეტა დორტმუნდში არუნდათ ისევ? ;დდ ვინმეს მიასაღონ

  • M S N G
    schedule 22 აგვ 2019, 16:32

    ყანას ადმინი ისეთ რამეებს წერს რო აშკარად გალის პლანს ეწევა ეგ უეჭველი
    მაგას და მარკას რო კითხო ნეიმარი უკვე ნაყიდიი ყავთ და ბართომეუმ ნაიკს მაისურები ხოშის გულიისთვის დაუკვეთა და პრეზენტაციის ვიდეო კიდე დასან.რევად…აშკარად მოწყვეტილია ორბიტას ეგ ადამიანი და ჩემო კარგო ნუ ეწევი მაგ ოხრობას ამდენს ჩარჩები კაიფში ცოდო ხარ ცოდო

  • Geo-fcb
    schedule 22 აგვ 2019, 16:08

    ისე რა ჩამოსხმაა მამამისი, და თვითონაც მამაილაა )))

    ფელიში-მბაპე-სანჩო – მომავალში ამ სამს ერთად თუ შეკრავს ვინმე გუნდი, მტრისას :))

  • Andres_Iniesta
    schedule 22 აგვ 2019, 16:05

    იმედია ოდესმე ნეიმარი გაიაზრებს , რაც დაღმავლობა აქვს ყველაფრის თავი მამამისია..

  • NS50
    schedule 22 აგვ 2019, 16:02

    Neimari kiara me is mikvirs Sanchos rato aravin ar aqcevs yuradgebas, mitumetes dges rodesac sakmarisia erti warmatebuli tamashi chaataro da morcha amomavali varskvlavi xar, dzaan magari driblingi da moednis xedva aqvs

  • nika 54
    schedule 22 აგვ 2019, 15:55

    ბარსადან გასაქცევი გზა ხო უცებ იპოვეს ამ ჩემისებმა, ეგონათ პსჟ-ც ესე კაცურად მოიქცეოდა როგორც ბარსა?

  • visca neymar
    schedule 22 აგვ 2019, 15:53

    ვინმემ მიტხარით რომ მმოდიიიიიიიის თორე გავგიჟდი

  • ozbeta
    schedule 22 აგვ 2019, 15:51

    რა ვერ გამიგია იციი, ისე წერთ ბოლოში ვინ მეტს გადაიხდისო, თითქოს ნეიმარის სურვილზე არაა დამოკიდებული სად გადავა. აი ვთქვათ რეალმა მეტი გადაიხადა, მაგრამ ნეიმარს ერთ ადგილზე კიდია რეალი, როგორ ფიქრობთ მაინც რეალში გადავა? შეთანხმება ორმხრივია, მონა კი არაა ასე სადაც მოუნდება იქ გაყიდოს პსჟ-მ

  • visca neymar
    schedule 22 აგვ 2019, 15:46

    სანამ გადაწყდება ეს ამბავი მე კი გამისკება გული