ლიდერების არყოფნაში, ერნესტო ვალვერდემ ვარჯიშისთვის ახალგაზრდა ფეხბურთელს, ანსუ ფატის უხმო, რომელიც ძირითად გუნდს პირველად შეხვდა.
16 წლის შემტევი, რომელიც “ბარსელონაში” 2012 წელს მოვიდა, ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მოთამაშედ მიიჩნევა და პრესეზონი “ბარსა ბ”-სთან ერთად წარმატებით ჩაატარა.
სავარაუდოდ, ფატი სეზონის ძირითად ნაწილს ვიქტორ ვალდესის ხელმძღვანელობით გაატარებს, თუმცა სარეზერვო გუნდში გარსია პიმიენტასაც დაეხმარება.
ანსუ ძირითადად “ცრუ ცხრიანის” პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ ფლანგებზეც კარგად გამოიყურება. მისი საუკეთესო თვისებები, სისწრაფე, მოქნილობა და საგოლე ალღოა.
ფატის “ბარსელონასთან” 2022 წლამდე კონტრაქტი აკავშირებს და მისი გამოსაყიდი თანხა 100 მილიონი ევროა.




მორიბაზე ამბობ? პოგბას სტილი აქვს მარა ტანკია უკვე მაგარი ჯანზე და კიდე ალსტუა როა ეგეც მაგარია
ვა ვა ეს უკვე საინტერესოა