“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, ნეიმარის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
“ნეიმარის მოსვლა გუნდში ბალანსს დაარღვევს? ეს მხოლოდ მოსაზრებაა.
ამაზე პასუხი უკვე იცით, სხვა გუნდის ფეხბურთელებზე არ ვსაუბრობთ და ასე შემდეგ. თუმცა, ვნახოთ, რა მოხდება. ეს წინასწარ არ ვიცი და შესაბამისად, არც ვფიქრობ, ხვალ კი ვიფიქრებ.
ჩემს გუნდს კარგად ვიცნობ და ვიცი, ვისი იმედი უნდა მქონდეს. ახლანდელი შემადგენლობით კმაყოფილი ვარ. წინა სეზონი თითქმის სრულყოფილი იყო, ახლა კი კიდევ ოთხი კარგი მოთამაშე დავიმატეთ”. – განაცხადა ვალვერდემ.




დაარღვევს რომელია იმენა არეულობის მეტს არაფერს მოიტანს ამის ტრანსფერი
#ValverdeOut