workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გულშემატკივრები “სიკვდილას” ძირითადში ითხოვენ!

გულშემატკივრები “სიკვდილას” ძირითადში ითხოვენ!

დღეს კატალონიის “ბარსელონას” უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს სათამაშო “ვალიადოლიდის წინააღმდეგ. “ბლაუგრანას” გუნდის ტვინი და მსოფლიოს საუკეთესო გამთამაშებელი, ჩავი ერნანდესი დააკლდება მატჩს. მას 5 ყვითელი დაუგროვდა ლა ლიგაში. გასაჩივრების მიუხედავად, მას არ გაუუქმეს ბარათი.

კატალონურ ინტერნეტ საიტებზე არ წყდებოდა გამოკითხვა, რომელი ფეხბურთელები სურდათ ძირითადში. კულეების უმეტესობა, მოითხოვს ანდრეს ინიესტას თამაშს, რომელიც დიდი ხანი ტრავმირებული იყო. “სიკვდილას” ძირითადში დაყენებასთან დაკავშირებით გვარდიოლამ განაცხადა, რომ ყველაფერი მედიკოსების ხელში იყო და როგორც ექიმები გადაწყვეტდნენ, ისე მოიქცეოდა იგი.

ჯერ–ჯერობით უცნობია, დააყენებს თუ არა მისტერი ინიესტას, თუმცა ესეც არ არის პრობლემა, რადგან გუნდში ბევრს შეუძლია ამ პოზიციაზე თამაში.

წყარო: sport.es

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward