“მანჩესტერ იუნაიტედი” “ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის ტრანსფერს ისევ განიხილავს, იტყობინება Sport.
წყარო წერს, რომ პოლ პოგბა მადრიდის “რეალს” უახლოვდება, ეს კი ხორვატის ტრანსფერის შანსებს საგრძნობლად ზრდის.
იმ შემთხვევაში, თუ “წითელი ეშმაკების” ფრანგი ნახევარმცველი მადრიდში გადაბრგდა, ინგლისელები კლუბში რაკიტიჩის მოყვანას შეეცდებიან.
“ბარსელონა” ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არაა, მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 50 მილიონი ევროა.



