ლეგენდარული ფეხბურთელი, ბრაზილიელი რივალდო, რომელიც adjarabet.com-ის სპორტის სახე გახდა, უკვე თბილისშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას აჭარაბეთის წარმომადგენლებთან ერთად ქართველი გულშემატკივარიც დახვდა.
რივალდო აჭარაბეთის ფილმში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც “არენა” ჰქვია. გადაღებები წყალტუბოში გაიმართება. რივალდოსთან ერთად ფილმში ქართველი ცნობილი ადამიანებიც მიიღებენ მონაწილეობას.
“მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვესტუმრე. საქართველო ძალიან მიყვარს და სიამოვნებით დავთანხმდი შეთავაზებას და გავხდი “adjarabet.com-ის სპორტის ამბასადორი”. ფილმში გადაღება საინტერესო გამოცდილებაა და ქართველ ვარსკვლავებთან ერთად მასში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივია”, – განუცხადა რივალდომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს.
ბრაზილიელი ლეგენდა “ბარსელონაში” 1997-2002 წლებში ბრწყინავდა. კატალონიური გუნდის მაისურით მან 235 თამაში ჩაატარა და 130 გოლი გაიტანა. რივალდომ 4 ტიტულის მოგება მოახერხა, 1999 წელს კი ის “ოქროს ბურთის” მფლობელი გახდა.




საქველმოქმედო მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგარი გოლიც გაიტანა "დინამო არენაზე".
ამ კაცმა შემაყვარა ბარსა. მადლობა რივალდო.
ნეტაი რონალდინიოც ჩამოვიდოდეს…
საქართველოს შეყვარება როდის მოასწრო ამ ჩემის გადანგრეულმა
ელჩი
წარმატებები რივა გადაღებებზე
ლეგენდა
Клюйверт заменит Пепа Сегуру на посту спортивного директора «Барсы»