“ბარსელონას” ბრაზილიელი შემტევი მალკომით, რომელსაც მიმდინარე ზაფხულში წასვლას უწინასწარმეტყველებენ, “ევერტონი” აქტიურად ინტერესდება. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
“ბარსელონამ” მალკომი გასული წლის ზაფხულში ფრანგული “ბორდოდან” 41 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მაშინ კატალონიელებმა 22 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში “რომას” ბოლო მომენტში აჯობეს, თუმცა ბრაზილიელმა “კამპ ნოუზე” ფეხის მოკიდება ვერ შეძლო. მან მონაწილეობა 24 მატჩში მიიღო, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. “ბლაუგრანა” მასზე იმედებს აღარ ამყარებს.
კატალონიური წყაროს ცნობით, “ევერტონი” მზადაა “ბარსელონას” მალკომში დაახლოებით 35 მილიონი ევრო შესთავაზოს. ის ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელის, მარკუ სილვას მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.
ნეიმარი თუ მოვიდა მაშინ უნდა გაუშვან თუ არადა უნდა დატოვონ
ეს შენი აზრია თუ ეგრე შესთავაზეს? ღირს აშკარად ამის გამოსყიდვა, მოვა ვინმე წესიერი მწვრთნელი და შემტევიც დასჭირდება
50 da gamlsyidvis upleba
შეუფუთეთ და ისე გაატანეთ
9
50 არა 100 კაი ფასია გაატანონ
რაშია ძმა მაგარი მენეჯერი ხემბელეში 160 მლ რომ გადაიხადაა? ან კოუტინიო ღირდა 150 ი? კაი კოუ კიხე ვარსკვლავი იყო მარა სლემბელეე? ყველა კლუბი გადაიმტერა, ფეხბურთელებს სამაგ ფასში ყიდულობს და მერე კაპიკებში ყიდის, რაც ბარსას მახსოვს მე პირადად ყველაზე *ლე მენეჯერია..
ფასში გეთანხმები რო გადამეტებულია მარა მოდი სხვა კუთხით შეხედე რომ გაემართლებინათ მოლოდინი დემბელეს და კოუტინიოს და მაღალ დონეზე ეთამაშა ორივეს მაშინაც იტყოდი რო ბევრია გადახდილი?! თუ რატომ ვერ ითამაშეს მაღალ დონეზე და ვერ გაამართლეს მათზე გაცემული ავანსები ამას ძაან ბევრი მიზეზი აქვს..და ამაში ბართომეუ ნამდვილად არ არის დამნაშავე
50 ს ნაკლებად არუნდა გაყიდონ
ოოო ნეიმარზე მთელი ამბებია ვარჯიშზე არ გამოცხადდა და პსჟ შესაბამის ზომებს მივიღებთო ბართომეუ მემგონი დატოვებს გაღიმებულს ხელაიფს, მიუხედავად იმისა თუ რა განცხადებები გააკეთა ბართომეუმ ნეიმარზე რო არ ვფიქრობთ მის ყიდვაზეო და ასე შემდეგ ბლეფია მისი მხრიდან უსრულებს ხელაიფს მემგონი…))) გაიხსენეთ კოუს ტრანსფერი და დემბელეს ტრანსფერი სანამ არ გაოფიციალურდა სიტყვაც არ დაცდენია ტიპს, პირიქით საპირისპირო განცხადებებს აკეთებდა და რა მოხდა ბოლოს ორივე ბარსაშია, და რა ხდება გრიზმანთან დაკავშირებით ყველა ვხედავთ არანაირი მინიშნება ბართომეუსგან და რაც მოხდება რამოდენიმე დღეში ყველა კარგად ვხვდებით რათქმაუნდა გაოფიციალურდება გრიზმანი…ძაან მსგავსი სიტუაცია იკვეთება ნეიმარზეც და რავიცი აბა რავიცი…მისი ტრანსფერის სუნი მცემს მე პირადად…) ბართომეუ რაც არ უნდა ცუდი პრეზიდენტი იყოს კლუბისთვის და ვევრი ნეგატივი ქონდეს ერთი დადებითი მაინც აქვს ძაან მაგარი მენეჯერია ეს უნდა ვაღიაროთ, და თუ გრიზმანთან ერთად ნეიმარის ტრანსფერიც გაჩარხა ხელები ამიწევია თუ უნდა ვალვერდეს ძმაც მოიყვანოს მეორე მწვრთნელად