რამდენიმე წუთის წინ მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა – “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტი ჟორდი მესტრე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ამ ცნობას ყველა წამყვანი კატალონიური წყარო ავრცელებს.
Sport-ის ინფორმაციით, მესტრეს გადადგომას ორი მიზეზი აქვს: კლუბის სპორტულ მიმართულებასთან პრინციპული დაპირისპირება და პირადი მიზეზები.
ადგილობრივი ექსპერტების აზრით, მესტრეს გადადგომა დირექტორთა საბჭოში კრიზისს გამოიწვევს, რადგან ახლა მნიშვნელოვანი პერიოდია და გუნდის ფორმირება მიმდინარეობს.
ჟორდი მესტრეს გადადგომის მოულოდნელობას ისიც უსვამს ხაზს, რომ ფრენკი დე იონგის პრეზენტაციას, რომელიც ზეგ უნდა გაიმართოს, ისიც უნდა დასწრებოდა.




100% !
რო მიყვეს ბართომეუც და ვალვერდეც არა ?
თუ მიყვებიან მზად ვარ ერთი წელი რეალივით უტიტულოდ დავრჩეთ სანამ ახალი გუნდი აეწყობა
მეგობრებო თქვენი არ ვიცი მაგრამ ხანდახან მგონია ბოლო წლები ბარსას რაც ემართება ასე მგონია შეგნებულად კეთდება და ვიღაცა ამას ხელს უწყობს..მგონია რომ ბარსელონას ჰეგემონიის ასე ბინძურად უნდათ დამხობა…
მარტო ვიცე-პრეზიდენტი კი არა მთელი ბორდი გასაშვებია! ისე კი, ამ დროს ასეთი ფიგურის წასვლა კარგს არაფერს მოიტანს!
პუიოლი სასწრაფოდ ან ვინმე ჩვენიანი თორე არაა ადვილი ამის ჩანავლება დიდი როლი ეკავა
ძაან კაი დიდი ხანია უნდა გადამდგარიყო ეს
ალბათ უკმაყოფილი იყო გუნდში არსებული პოლიტიკით. კატასტროფულად ცუდი ტრანსფერები, რომლებშიც ძალიან დიდი ფული დავხარჯეთ და ფაქტიურად არავინ არ გაამართლა. ასევე გუნდში ვალვერდეს დარჩენით. სხვა მიზეზს უბრალოდ ვერ ვხედავ
ასეთი მეც მყავდა და მომიკვდა
ეხლა ალბად გამოაცხადებენ რო ჩაიშალა ტრანსფერები ამის გამო გადააბრალებენ და მოიყვანენ ფაფხურა კამანდას ბართუ მაგარი ხიტრი ტიპია
ეს ნეიმარის ტრანსფერის მაგარი წინააღმდეგი არ იყო ?