არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ ვენესუელასთან მატჩის შემდეგ, “ბარსელონას” კაპიტანი, ლიონელ მესი დაიცვა.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ლიონელ მესი ცუდ თამაშში დაადანაშაულა, რაზეც სკალონიმ უპასუხა: “ვფიქრობ, მესის მოედანზე ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ რომ ხედავდეთ, თუ რამხელაა მისი წვლილი გასახდელში, ან მოედანზე, შესაძლოა, სხვანაირად გეფიქრათ. ის ჩვენი გუნდის დიდი ნაწილია და მასში ეჭვი არ გვეპარება. მესი არის მესი. ის საუკეთესოა, ის ყველას აღემატება.” – ციტირებს ლიონელ სკალონის სიტყვებს AS.




დამბურძგლა სკალონი
❤❤
მართალია უბრალოდ ეხლა ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად გადაღლილია ლომი ბრაზილიასთან იფრენს დარწმუნებული ვარ
ბრაზილიასთან რას იზავთ ასეთი დაცვით და ნახევარდაცვით ეგაა საკითხავი :[ ისე ლაუტარო რა მაგარი ბიჭია იმედია კარგ სეზონს ჩაატარებს ინტერში და მომავალ წელს ბარცელონა სუარესის ნაცვლად მოიყვანს
აუ მთელი გულით მინდა არგენტინამ რო მოიკოს კოპაა და დაისვენოს მესიმაცც შეუკიკინეს რა რასაცქვიაა იმ ნარკომანმა მარადონამაც ტვინი წაუღოო
ნუ ესეც კარგია ზოგიერთივით რო არაკრიტიკებს ზურგს უკან