მატიას დე ლიხტის სატრანსფერო საგა არ სრულდება. იმის მიუხედავად, რომ “იუვენტუსმა” და “პარი სენ-ჟერმენმა” ჰოლანდიელს ფინანსურად მომგებიანი კონტრაქტი შესთავაზეს, მაინც არის შესაძლებლობა იმისა, რომ 19 წლის ფეხბურთელი “ბარსელონაში” აღმოჩნდეს, იტყობინება Mundo Deportivo.
წყაროს ცნობით, ახალგაზრდა მცველის აგენტს სურს, რომ ის ფინანსურად ყველაზე მომგებიან შეთავაზებას დასთანხმდეს, მაგრამ მისი ოჯახის წევრები და გარემოცვა მატიასს “ბარსელონაში” გადასვლას ურჩევს. ამავე წყაროს თანახმად, დე ლიხტს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ “იუვენტუსი” მას 12 მილიონ ევროს სთავაზობდა, მაგრამ Sky Sport Italia-ს ცნობით, ტურინელებს არ შეუძლიათ ამდენი თანხის გადახდა და ჰოლანდიელს მხოლოდ 7.5 მილიონ ევროს შესთავაზებენ. ასევე, გავრცელებული ცნობების თანახმად, “პარი სენ-ჟერმენი” მზადაა მათი შეთავაზება კიდევ უფრო გააუმჯობესონ, რათა ის პარიზში გადაბარგებაში საბოლოოდ დაარწმუნონ.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” “აიაქსთან” მოლაპარაკებები ორი თვის წინ დაასრულა, პრობლემას მხოლოდ მინო რაიოლა ქმნის.




იმედია პიკემ უთხრა რომ გადმოდი, ერთი წელი მოითმინე და მერე ჩემს ადგილს გითმობო, მაინც ხომ მიდის ..
დაახვიოს აქედან ამომივიდა ყელში ამის ტინგიცობა
პიკე შეხვდა დელიჰტსო იწერება
rato davtanjet? samomavlo perspeqtivit kargia mara amis mosvla neymars gamoricxavs. sadac wava gamosasyidi chaawerinos 100 mde da 1-2 wlis mere gamovisyidit pique ro wava.
Raiola da sikvdili magas