“ბარსელონას” ბრაზილიელი ყოფილი ფეხბურთელი, ნეიმარ ჟუნიორი “კამპ ნოუზე” დაბრუნებასთან ახლოსაა, იტყობინება Onda Cero.
წყაროს ინფორმაციით, ბრაზილიელი ვარსკვლავი უახლოეს მომავალში “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართავს, რათა “ბარსელონაში” წასვლის უფლება მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ 2 წლის წინ ნეიმარი პარიზულ კლუბს 222 მილიონ ევროდ შეუერთდა, მაშინ ფრანგებმა ფეხბურთელის კონტრაქტი გამოისყიდეს.



იმედია გამოუშვებს ხალიფა