მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
6 გამოწვევა ლიონელ მესისთვის, სანამ კარიერას დაასრულებს

6 გამოწვევა ლიონელ მესისთვის, სანამ კარიერას დაასრულებს

ლიონელ მესი უკვე 32 წლისაა და რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, ისიც, როგორც ყველა ფეხბურთელი, კარიერას დაასრულებს.

გთავაზობთ ექვს გამოწვევას, რომელსაც “ბარსელონას” კაპიტანი მომდევნო წლებში უნდა შეეჭიდოს და კარიერის დასრულებამდე შეასრულოს.

1. ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოგება (მინიმუმ)

არგენტინელს უკვე 4-ჯერ აქვს ეს ტიტული მოგებული და გასულ სეზონში მეხუთე ტრიუმფთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა… იმედი ვიქონიოთ, რომ ლეო კარიერას 5 ან მეტი ჩემპიონთა ლიგის ტიტულით დაასრულებს.

2. ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი

ამჟამად, ეს წოდება 126 გოლით კრიშტიანუ რონალდუს აქვს, მაგრამ მესი მას ბევრით არ ჩამორჩება (112). ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პორტუგალიელი მესიზე ორი წლით უფროსია, “ბარსელონას” კაპიტანს კარგი შანსი აქვს ფეხბურთის ისტორიაში თავის სახელი კიდევ ერთხელ ჩაწეროს.

3. ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგება

ლეოს არგენტინასთან ერთად არ უმართლებს. ყველაზე საწყენი მარცხი მან 2014 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში განიცადა. თუმცა, მესის კიდევ ექნება შანსი (2019 კოპა ამერიკა, 2020 კოპა ამერიკა, 2022 მსოფლიო ჩემპიონატი).

4. კიდევ ერთი “ოქროს ბურთი” (მინიმუმ)

მას და კრიშტიანუ რონალდუს 5-5 “ოქროს ბურთი” აქვთ. თუ მესი კიდევ ერთხელ მოიგებს ამ ჯილდოს, ის ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი მოთამაშე იქნება, რომელიც ექვსჯერ იქნება დასახელებული მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად.

5. კიდევ ერთხელ ექვსი ტიტულის მოგება (მინიმუმ)

2009 წელს მან უკვე მოახერხა ექვსივე შესძლო ტიტულის მოგება. ვნახოთ, შეძლებს თუ არა მესი ამის გამეორებას.

6. გოლი ახალ “კამპ კოუზე”

“ბარსელონა” “კამპ ნოუს” რეკონსტრუქციას 2023 წელს დაასრულებს. ამ დროს, მესი 36 წლის იქნება. თუ არგენტინელი მოახერხებს ახალ სტადიონზე გოლის გატანას, ეს მართლაც განსაკუთრებული მომენტი იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (7)

  • messi and iniesta
    schedule 26 ივნ 2019, 16:50

    იმედია ყველაფერს წარმატებით გაივლის მეფე

  • Messi, Iniesta
    schedule 25 ივნ 2019, 20:41

    ლეოსთვის შეუძლებელი არაფერია! blush heart_eyes

  • M10 S9 D11
    schedule 25 ივნ 2019, 18:25

    6-ვე მისიას შეასრულებს ლომი <3

  • Albicelecte
    schedule 25 ივნ 2019, 15:40

    არგენტინის ფავორიტობის სტატუსი ძალიან შემცირებულია
    ამიტომ ეხლა უფრო არის მოსალოდნელი, რომ კოპას მოიგებენ
    სასაცილოა, მაგრამ მოულოდნელობაა ყველაზე მეტად ტოტალიზატორებისათვის სახეირო

  • Ikks
    schedule 25 ივნ 2019, 15:22

    ადრე მეც ვფიქრობდი რომ მესის 2 წლით უმცროსობა რონალდუსთან შედარებით უპირატესობა იყო, მაგრამ აშკარად აღარაა )) შეხედეთ რონალდუს ფიზიკურ ფორმას)) ამას პლიუს პორტუგალიელი ფორვარდად იქცა მესი გამთამაშებლად, რონალდუს შეუძლია დაჟე ევროპაში 40 წლამდე ითამაშოს და გოლები ყაროს, სადაც ქვალიარელა ამ ასაკში ამდენს იტანს..

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 25 ივნ 2019, 15:06

    Mesi kopa unda dado wels

  • Abzo315
    schedule 25 ივნ 2019, 14:32

    კაროჩე თუ მოიგებს არგენტინა კოპას, მესისაა უეჭველი ოქროს ბურთი