“ბარსელონას” ახალგაზრდა მცველმა, მატეუ მორეიმ და კლუბმა კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ განახლებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ფეხბურთელი ესპანეთს დატოვებს.
ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა კატალონიური Sport დარწმუნებულია, რომ მარჯვენა მცველმა დორტმუნდის “ბორუსიასთან” 5 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და ეს ინფორმაცია 1 ან 2 ივლისს გასაჯაროვდება. ის პირველ გუნდს შეუერთდება და ზაფხულში მათთან ერთად იაპონიაში და შვეიცარიაში გაემგზავრება.
მორეის მიმართ ინტერესს “სიტი” და “იუვენტუსიც” გამოხატავდნენ, თუმცა ფეხბურთელმა “ბორუსია” აირჩია, იმის გამო, რომ გერმანულ კლუბში ახალგაზრდებს მეტ შანსს აძლევენ.

