workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანდრე გომეში “ევერტონში” დარჩება

ანდრე გომეში “ევერტონში” დარჩება

ანდრე გომეში, სავარაუდოდ, პირველი ფეხბურთელი იქნება, რომელიც ზაფხულში “ბარსელონას” ოფიციალურად დატოვებს. კატალონიური კლუბი და “ევერტონი” ტრანსფერზე შეთანხმდნენ და იჯარით ერთი სეზონის გატარების შემდეგ, პორტუგალიელი ნახევარმცველი “ევერტონის” წევრი გახდება. 

“ბარსელონა” ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს და ბონუსებს მიიღებს. ახლა მხოლოდ “ევერტონის” და გომეშის შეთანხმება დარჩა, რაც, კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, ამ კვირაშივე მოგვარდება. 

გომეში ლივერპულში ყოფნით კმაყოფილია და ამის გამო, მან “ტოტენჰემის” და “ვესტ ჰემის” შემოთავაზებები უარყო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • M10 S9 D11
    schedule 19 ივნ 2019, 14:49
    #5

    რახან ეს ჭირი მოვიშორეთ რაღა მამკლავს

  • ვიტორ ბორბა ფერეირა
    schedule 19 ივნ 2019, 13:28
    #4

    ისე ჩუმად არის ბართომეუ მემგონი ნეიმარი მოყავს მართლა…4.5 დან 2.4 ზე ჩამოვიდა კოეფიციენტი ბარსაში გადასვლაზე პსჟ დარჩენაზე ქონდა 1.12 ეხლა 1.65 აქვს …მდააა…

  • saba sajaia
    schedule 19 ივნ 2019, 13:01
    #3

    ეს სწორი იყო ვალვერდესგან ძალიან ბევრი ნახევარმცველი იყო გუნდში

  • Wayne ♛♛♣♣
    schedule 19 ივნ 2019, 12:41
    #2

    ციტატა: AFRO
    კატალონიური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

    El Mundo-ს ცნობით, "პსჟ-ს" პრეზიდენტთან, ნასერ ალ ხელაიფისთან ურთიერთობის გაფუჭების შემდეგ, ნეიმარმა გუნდიდან წასვლის სურვილი ოფიციალურად გამოთქვა.

    "აქ თამაში აღარ მსურს. მინდა, საკუთარ სახლში დაბრუნდე. იქ, საიდანაც არასდროს არ უნდა წავსულიყავი." – გადმოსცემს ბრაზილიელის ამ სიტყვებს ხსენებული გამოცემა.

    ნეიმარი "პსჟ-ს" 2017 წლის ზაფხულში, 222 მილიონ ევროდ, "ბარსელონადან" შეუერთდა.

    მემგონი ამის ტრანფერი იქნება ყველა საიტმა დაწერა ალბათ ნეიმარი მოვა ჩვენთან და გრიზმანი წავა პსგ და დემბელე კიდე ასე მგონია მე თუ ნეიმარი დაბრუნდება თუ არადა გრიზმანი მოვა და დემბელე დარჩება


    კი გეთანხმები 100% ეგ აღარაა მანდ გამჩერებელი ეგ რო მოვიდეს ძალიან მაგრად გავძლიერდებით

  • B A R C A
    schedule 19 ივნ 2019, 12:02
    #1

    როდის დადასტურდება ოფიციალურად, ის დღე კალენდარზე რო მოვნიშნო😂