მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport: დე ლიხტს “ბარსელონაში” მოხვედრის განსხვავებული გზა შესთავაზეს

Sport: დე ლიხტს “ბარსელონაში” მოხვედრის განსხვავებული გზა შესთავაზეს

ჯერ კიდევ ამსტერდამის “აიაქსის” ცენტრალური მცველის, მატეის დე ლიხტის ირგვლივ დიდი გაურკვევლობაა. ფეხბურთელს “ბარსელონაში”, “პარი-სენ ჟერმენში”, “იუვენტუსსა” და “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის ვარიანტები აქვს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 

მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ ირჩევს დე ლიხტი “ბარსელონას”, როცა ამ კლუბის მიმართ სიმპათიები და ყოფილი თანაგუნდელის, ფრენკი დე იონგის გვერდით თამაშის სურვილი გამოთქმული აქვს, კატალონიურ გუნდში მის პოზიციაზე სამი უმაღლესი დონის ფეხბურთელის ყოფნა და მწვრთნელია, რომლის ხელში მას სათამაშო დროის მიღების პრობლემა ექნება. 

ესპანური Sport-ის ინფორმაციით კი, დაახლოებულმა პირებმა ჰოლანდიელს ასეთი გეგმა შესთავაზეს: ის “იუნაიტედში” უნდა გადავიდეს, საიდანაც “ბარსელონაში” ტრანსფერი ყველაზე ადვილი იქნება მაშინ, როცა სიტუაცია დალაგდება, ანუ, მაქსიმუმ 3 წელიწადში. 

“ბარსას” “აიაქსთან” 75 მილიონიანი შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს, ბოლო სიტყვა კი დე ლიხტს ეკუთვნის. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (21)

  • gvadi1
    schedule 12 ივნ 2019, 16:53

    ციტატა: CHEPE

    ციტატა: gurgenidze

    ციტატა: neo222
    De ligt unda movides. Lengle gasagdebia kinwiakvrit im 4-0 is mere midi danaxva ar minda


    Xo lengles dabralet axla marto is otxit noli 😂


    არადა იმ ცუცუკა კურდღელა ალბას ბრალია ყველაფერი მაგ თამაში😂😂😂😂 3 გოლი მარტო მაგის გამო გავიდა😂 და ამან ლენგლეო თორე რომასთან უმტიტი პიკეს ტაანდემი არ ჩავარდა ჩვენი შავი მალდინი და შაკირიჩი გამოღლევდნენ განსაკუთრევით პიკე😂😂😂


    4-0 yvelaze metad albaa da mere mteli gundi