workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ფილოსოფია ვალვერდეს იცავს

“ბარსელონას” ფილოსოფია ვალვერდეს იცავს

ცუდი სეზონის მიუხედავად, კლუბის პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს მხარს უჭერს და მის გაშვებას არ აპირებს.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბოლოს “ბარსელონამ” მწვრთნელი თანამდებობიდან 16 წლის წინ გაათავისუფლა. მას შემდეგ, “ბლაუგრანამ” 6 თავკაცი გამოიცვალა.

ლუი ვან გაალი

ჰოლანდიელი სპეციალისტი 2003 წელს დაითხოვეს.

რადომირ ანტიჩი

ანტიჩმა ვან გაალი ჩაანაცვლა და “ბარსელონას” ხელმძღვანელობის ნდობაც მიპოვა. თუმცა, როდესაც კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გახდა, მან თავისი არჩევანი სხვა მწვრთნელზე შეაჩერა.

ფრანკ რაიკარდი

ახალი მწვრთნელი ფრანკ რაიკარდი გახდა, რომელმაც კლუბში ამ პოზიციაზე 5 წელი გაატარა. მისი ბოლო სეზონი საუკეთესო არ ყოფილა, მაგრამ ლაპორტამ ის კონტრაქტის ამოწურვის ბოლომდე არ გაუშვა.

პეპ გვარდიოლა

საუკეთესო მწვრთნელი კლუბის ისტორიაში. ის გუნდს 2008-12 წლებში ედგა სათავეში. ესპანელმა თანამდებობა თავისით დატოვა, იმის მიუხედავად, რომ ახალ კონტრაქტს სთავაზობდნენ.

ტიტო ვილანოვა

მან პეპ გვარდიოლას საქმე გააგრძელა, მაგრამ მხოლოდ ერთი სეზონით… დაკავებული პოსტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა.

ტატა მორტინო

ტატას კარგი დასაწყისი ჰქონდა. არგენტინელს შეეძლო ტრებლი მოეგო, მაგრამ სეზონი უტიტულოდ დაასრულა. საბოლოოდ, მან კლუბის დატოვება გადაწყვიტა.

ლუის ენრიკე

გვარდიოლას შემდეგ, მანაც მოიგო ტრებლი. კლუბში სამი სეზონი გაატარა. “ბარსელონა” ენრიკეს ახალ კონტრაქტს სთავაზობდა, მაგრამ ზეწოლის გამო, კატალონიური გრანდი მაინც დატოვა.

ერნესტო ვალვერდე

შესაძლოა, იყოს მეშვიდე მწვრთნელი, რომელსაც არ გაათავისუფლებენ. მას მხარს უჭერენ – ლიონელ მესი, ჟორდი ალბა, ივან რაკიტიჩი, ჟერარდ პიკე და ჟოზეპ მარია ბარომეუ.

თუ “ბარსელონა” ამ ფილოსოფიასაც არ უღალატებს, ერნესტო მომავალ სეზონშიც “ბლაუგრანას” მთავარი მწვრთნელი იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • B A R C A
    schedule 30 მაი 2019, 14:44
    #12

    წინა მწვრთნელები ამ ცხვირასგან განსხვავებით, ღირსეულები გამოდგნენ და ცუდი სეზონის თუ სხვა მიზეზების გამო თავისი ნებით დატოვეს კლუბი!

  • Diko
    schedule 30 მაი 2019, 14:20
    #11

    Neta ar bodialobdet ra……. 🙃🙃🙃

  • neo222
    schedule 30 მაი 2019, 10:02
    #10

    ფუ ამის დდ ვატირე რა, რანაირი გამოვარდნა იყო ლიგიდან 2-1 0-1 ესე გავვარდნილიყავით ან რამე მსგავსით კიდე რაღაცა პონტში ვიფიქრებდი ვალიკოს დარჩენაზე, 4-0 ბარსამ როგორ უნდა წააგოს ვინმესთან . საზიზღარო კლოპ იმედია ვერაფერს ვერ მოიგებ 5 წელი smile

  • Pyiol16
    schedule 30 მაი 2019, 05:03
    #9

    ციტატა: M10 S9 D11
    მესი არ უჭერს მხარს არაა


    რაიცი დაგირეკა? და თუ უჭერს მაგას რატო ეკითხებიან მესია ბარსა? თუ მესი რო წავა ბარსა აღარ იქნება დააყენოს ერთი ადგილი თუ მართლა უჭერს და მაგათი დედები მივაცენზურე თუ მესის ამდენის უფლებას აძლევენ მესის საქმეა თამაში და არა სხვა საქმე

  • geniosi
    schedule 30 მაი 2019, 02:16
    #8

    ამან თუ იგივე გაიმეორა ლიგაზე ჩათვალეთ დასახვრეტი იქნება

  • Don_Andresito
    schedule 30 მაი 2019, 01:29
    #7

    მიდით ლომებო მიდით დაბლოკეთ გრიზმანის ტრანსფერი, მოვა შემდეგ წელს აზარი და დედის სისხლშში ჩაგაფურთხებთ. შიგ რობერტოში და რაკიტიჩში. ღირსებიც იქნებით. მაქს გომეზი მოვიდეს მეტის ღირსები არ ხართ პაკო 2 გეყოლბათ.

  • Claudio Bravo
    schedule 30 მაი 2019, 00:44
    #6

    ახალი მწვრთნელი ფრანკ რაიკარდი გახდა, რომელმაც კლუბში ამ პოზიციაზე 5 წელი გაატარა. მისი ბოლო სეზონი საუკეთესო არ ყოფილა, მაგრამ ლაპორტამ ის კონტრაქტის ამოწურვის ბოლომდე არ გაუშვა.
    ძალიან მინდა ორივეს დაბრუნება

  • Wayne ♛♛♣♣
    schedule 30 მაი 2019, 00:44
    #5

    მომდევნო სეზონში რაღაც სასწაულს ველოდები ბარსასგან ტრიპლეტს თუ არა ლიგას მაინც დავდებთ იმედია მოვა კუმანი ვალვერდეს ხელში ლიგის ვერ ვეღირსებითთქო ვერ ვიტყვი მასეც წელს ძალიან ახლოს ვიყავით ლიგის მოგებასთან უბრალოდ ძალიან მოდუნდნენ ფეხბურთელები 3-0 ის შემდეგ ეგონათ რო გავედით ფინალში და ეგ არისო რომასთანაც ეგრე მოუვიდათ ვალვერდეზე მეტად ფეხბურთელები არიან დამნაშავე პირველრიგში ალბა რა მომენტები გაანიავა ამიტომ მთლად ვალვერდეს ნუ დავაბრალებთ ყველაფერს

  • lesane C
    schedule 30 მაი 2019, 00:41
    #4

    ციტატა: geofcb
    ვალვერდეს სულ *ზე კიდია ზეწოლა, გამორთავს ტელს და ეგაა


    :D:D

  • geofcb
    schedule 30 მაი 2019, 00:30
    #3

    ვალვერდეს სულ *ზე კიდია ზეწოლა, გამორთავს ტელს და ეგაა

  • lesane C
    schedule 30 მაი 2019, 00:29
    #2

    თან ეს არსად წამსვლელია

  • M10 S9 D11
    schedule 30 მაი 2019, 00:28
    #1

    მესი არ უჭერს მხარს არაა