მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” პრიორიტეტი რონალდ კუმანია [ESPN]

“ბარსელონას” პრიორიტეტი რონალდ კუმანია [ESPN]

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს დღეები კატალონიურ კლუბში დათვლილია, იტყობინება ESPN.

წყაროს ინფორმაციით, ესპანელი სპეციალისტის შემცვლელის ძიება “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” უკვე დაიწყეს. გასაკვირი არაა, რომ პრიორიტეტად “ბლაუგრანას” ყოფილი ფეხბურთელი სახელდება.

“ბარსელონას” მთავარი სამიზნე გუნდის დამრიგებლის პოსტზე კატალონიელთა ლეგენდარული ცენტრალური მცველი, რონალდ კუმანი იქნება, რომელიც ამჟამად ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს უდგას სათავეში.

მოგეხსენებათ, “ბლაუგრანაში” ბოლო პერიოდში მთავარ მწვრთნელად, ძირითადად, გუნდის ყოფილი ფეხბურთელები ინიშნებიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (14)

  • Johan cruyff13
    schedule 28 მაი 2019, 07:41

    ციტატა: GIo-GxP-FCB

    ციტატა: Johan cruyff13
    ეს ლუზერიც არ მინდოდა ბარსაში მარა ოღონდ ის მოჩვენება წაეთრეს და თანახმა ვარ ორივე ხელით.


    ბარცელონას ლეგენდაა სულ რომ არაფერი ავტორიტეტი აქვს და შემტევი სტილის ფეხბურთის მოყვარული მწვრთნელია ლუზერი ნამდვილად არაა :))


    მეგობრებო მე ლუზერობაში ვიგულისხმე როგორც მწვრთნელი, თორემ როგორც ფეხბურთელი სუპერმცველი იყო, ალბათ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მცველი, თან სტოპერი მაშინ ასეთი პოზიცია არსებობდა ფანტასტუკური იყო.სწორედ ამის თამაშის პერიოდიდან ვარ ბარსასთავგადაკლული გულშემატკივარი მაშინ პატარა ვიყავი. და არა მესის და რონალდინიოს დროს და გამო გავხდი ბარსას ე. წ. ფანი. . ბარსა კრუიფმა როგორც მწვრთნელმა და ფანტასტიურმა მიქაელ ლაუდრუპმა შემაყვარეს. და მივხვდი რომ ბარსა ჩემი იყო, ყველაზე ახლოს იყო ჩემ წარმოდგენაში არსებულ სწორი ფეხბურთის იდეასთან. . მაგის მერე ვარ ბარსათი მოწამლული, რომელსაც ალბათ ვერანაირი მკურნალობა ვეღარ უშველის სიცოცხლის ბოლომდე.

  • messi and iniesta
    schedule 27 მაი 2019, 23:45

    ციტატა: Johan cruyff13
    ეს ლუზერიც არ მინდოდა ბარსაში მარა ოღონდ ის მოჩვენება წაეთრეს და თანახმა ვარ ორივე ხელით.


    თქვენი მოსაწონი მწვრთნელი თანამედროვე ფეხბურთში მე მგონი არ არის

  • BarcelloNista
    schedule 27 მაი 2019, 22:57

    An es an vengeri

  • M10 S9 D11
    schedule 27 მაი 2019, 22:34

    აუ ნეტა მოიყვანონ მიდი რა ბართუშ გაასხმევინე იმ ცხვირგასიებულს და მოიყვანე კუმანი

  • Albicelecte
    schedule 27 მაი 2019, 21:58

    ციტატა: FutureDay
    ოპტიმალური ვარიანტი ალბათ არ არის, მაგრამ შანსი უნდა მიეცეს. აქვს ავტორიტეტი და თუმცა ეს ბევრს არაფერ ნიშნავს ლა ლიგაში მუშაობის გამოცდილება , ორი წელი ბარსელონას სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო და ვალენსიასაც წვრთნიდა (ღამურებს ცოტა დააკლდა პრიმერადან გავარდნამდე).

    სხვათა შორის, ვალენსია ამის კარიერაში იყო შავი ლაქა
    მანამდე ყავდა ძალიან კარგი აიაქსი და ძალიან კარგი ბენფიკა, მახსოვს ფერგის მანჩესტერი რომ ჩატოვა ჯგუფში და მერე ლივერიც რომ ზედ მიაყოლა
    დინიომ გადაუღობა გზა 1/4 ფინალში
    ვერ ვიტყვით, რომ ლიგაზე ამის გუნდებს ბევრი გაჰქონდათ, მაგრამ უსუსურადაც არ გამოიყურებოდნენ
    მაგრამ ჰოლანდიის ნაკრებს ასე ვერ მიატოვებს, ნარინჯისფრების ლეგენდაცაა თუ არის

  • GIo-GxP-FCB
    schedule 27 მაი 2019, 20:44

    ციტატა: Johan cruyff13
    ეს ლუზერიც არ მინდოდა ბარსაში მარა ოღონდ ის მოჩვენება წაეთრეს და თანახმა ვარ ორივე ხელით.


    ბარცელონას ლეგენდაა სულ რომ არაფერი ავტორიტეტი აქვს და შემტევი სტილის ფეხბურთის მოყვარული მწვრთნელია ლუზერი ნამდვილად არაა :))

  • Johan cruyff13
    schedule 27 მაი 2019, 20:20

    ეს ლუზერიც არ მინდოდა ბარსაში მარა ოღონდ ის მოჩვენება წაეთრეს და თანახმა ვარ ორივე ხელით.

  • Bola
    schedule 27 მაი 2019, 20:19

    რა პონტში წერთ რომ დიდი არაფერი მწვრთნელიაო? :დ ევერტონიდან მოყოლებული ამის მოყვანა გვინდა ხალხს. მშვენიალური მწვრთნელია და მისი სტილის მწვრთნელს ბარსელონასნაირი გუნდები ჭირდება. ბარსელონას კი მისნაირი მავრთნელები. სწორედ ამ ორის ერთად მუშაობით დაიდება შედეგი ორივესთვის. გვარდიოლა ეგ არაა… რომ მიუყვანონ ვინც უნდა და ვინც ყავდა მშვენიერ ფეხბურთს ათამაშებდა

  • FutureDay
    schedule 27 მაი 2019, 19:37

    ოპტიმალური ვარიანტი ალბათ არ არის, მაგრამ შანსი უნდა მიეცეს. აქვს ავტორიტეტი და თუმცა ეს ბევრს არაფერ ნიშნავს ლა ლიგაში მუშაობის გამოცდილება , ორი წელი ბარსელონას სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო და ვალენსიასაც წვრთნიდა (ღამურებს ცოტა დააკლდა პრიმერადან გავარდნამდე).

  • messi and iniesta
    schedule 27 მაი 2019, 19:19

    ციტატა: givi pavlovichi

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    როგორც მწვრთნელი დიდი არაფერია მაგრამ ბარსას ლეგენდაა დიდი ავტორიტეტით, სიტყვა ეთქმის, პატივსაცემი კაცია და რაც მთავარია ლამაზი ფეხბურთი უყვარს, ამიტომ ვალვერდეს ყველა ვარიანტში აჯობებს, ბოლობოლო ლამაზად მაინც ითამაშებს გუნდი.


    ჰოლანდიის ნაკრებს ღირსება და გამარჯვებები დაუბრუნა…ლამაზ ფეხბურთს ათამაშებს. ინგლისში, იმ ორი კლუბიდა მეტის გაკეთება შეუძლებელი იყო…მაღალი დონის კადრი-ფეხბურთელები არ ჰყავდა.


    როგორთუ არაფერი ბრწყინვალე ათამაშებს ჰოლანდიას, მისი ევერტონი ასევე ძლიერ გუნდს წარმოადგენდა მე მაგალითად დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მას ბარსაში

  • givi pavlovichi
    schedule 27 მაი 2019, 19:06

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    როგორც მწვრთნელი დიდი არაფერია მაგრამ ბარსას ლეგენდაა დიდი ავტორიტეტით, სიტყვა ეთქმის, პატივსაცემი კაცია და რაც მთავარია ლამაზი ფეხბურთი უყვარს, ამიტომ ვალვერდეს ყველა ვარიანტში აჯობებს, ბოლობოლო ლამაზად მაინც ითამაშებს გუნდი.


    ჰოლანდიის ნაკრებს ღირსება და გამარჯვებები დაუბრუნა…ლამაზ ფეხბურთს ათამაშებს. ინგლისში, იმ ორი კლუბიდა მეტის გაკეთება შეუძლებელი იყო…მაღალი დონის კადრი-ფეხბურთელები არ ჰყავდა.

  • .Gladiator.
    schedule 27 მაი 2019, 18:39

    ტენ ჰაგი უკეთესი ვარიანტია მარა იყოს კუმანი ოღონდ ის ბურატინო მოაშორონ

  • Sdaead
    schedule 27 მაი 2019, 18:32

    ოღონდ ვალვერდე წავიდეს და თუ უნდათ კრუიფის სული დანიშნონ მწვრთნელად

  • 10გიო10
    schedule 27 მაი 2019, 18:28

    აუ ეს თუ მართლა მოვიდა მერე ნახეთ თქვენ ლამაზი ფეხბურთის თამაში <3 მგონია რომ მაგრად მოხოდავს გუნდს და თან წამოიყვანს აქეთ დელიხტს დე ბეეკს და ასე შემდეგ