რა უნდა იცოდეთ 2019 წლის კოპა ამერიკის შესახებ

რა უნდა იცოდეთ 2019 წლის კოპა ამერიკის შესახებ

კოპა ამერიკამდე ზუსტად ერთი თვე დარჩა: 14 ივნისიდან 7 ივლისამდე, ბრაზილიაში სამხრეთ ამერიკაში საუკეთესო ნაკრების ტიტულისთვის ბრძოლა იქნება. რა თქმა უნდა, მასში “ბარსელონას” ფეხბურთელებიც მიიღებენ მონაწილეობას. 

მონაწილე გუნდები

ტურნირში მონაწილეობას ათი ტრადიციული ქვეყანა – ბრაზილია, არგენტინა, ჩილე, კოლუმბია, ურუგვაი, პარაგვაი, პერუ, ეკვადორი, ვენესუელა და ბოლივია მიიღებს, მათთან ერთად კი მოწვეული ნაკრებები, ყატარი და იაპონია. კონმებოლი სხვა კონტინენტიდან გუნდებს 1993 წლიდან იწვევს, ხშირ შემთხვევაში, ორს. როგორც წესი, კოპა ამერიკაზე ყველაზე ხშირად მექსიკას ვხედავთ, მაგრამ ახლა ტურნირს მხოლოდ აზიელები დაემატნენ. 

ყველაზე წარმატებული ნაკრები

კოპა ამერიკას გამარჯვებული ყველაზე მეტჯერ ურუგვაის ნაკრები გახდა. მათ ანგარიშზე 15 ტიტულია. ბოლოს, “სელესტემ” ჩემპიონობა 2011 წელს იზეიმა, რაშიც დიდი როლი ლუის სუარესმა ითამაშა. 

მასპინძელი

2019 წლის კოპა ამერიკის ფინალი რიო დე ჟანეიროში, ლეგენდარულ “მარაკანაზე” გაიმართება. გახსნით მატჩს სან პაულოს “მორუმბი” უმასპინძლებს. მატჩები “კორინთიანსის” სტადიონზე, პორტო ალეგრეში (“გრემიო”), ბელო ორიზონტეში (“კრუზეირო”/”მინეირო”) და სალვადორშიც (“ბაია”) გაიმართება. 

“ბარსელონას” ფეხბურთელები

“ბარსელონადან”, ტურნირში მონაწილეობა შემდეგ 7 მოთამაშეს შეეძლება: მალკომი, ფილიპე კოუტინიო, არტური (ბრაზილია), ლიონელ მესი (არგენტინა), ლუის სუარესი (ურუგვაი), ხეისონ მურილიო (კოლუმბია), არტურო ვიდალი (ჩილე). 

ერთმანეთის წინააღმდეგ

ჯგუფურ ეტაპზე “ბარსელონას” ფეხბურთელების დაპირისპირების ორი შემთხვევა შეიძლება, იყოს. მესის და მურილიოს ერთმანეთის წინააღმდეგ არგენტინა-კოლუმბიის მატჩში ვიხილავთ, ურუგვაი-ჩილეს შეხვედრაში კი ერთმანეთის მეტოქეები ლუის სუარესი და არტურო ვიდალი იქნებიან. 

ჯგუფები

სამი ჯგუფიდან პლეი-ოფში პირველ და მეორე ადგილოსნებთან ერთად საუკეთესო შედეგის მქონე მესამე ადგილზე გასული ორი გუნდიც გავა. ამის შემდეგ, მეოთხედფინალები გაიმართება.

გახსნითი შეხვედრა ბრაზილიას და ბოლივიას შორის, საქართველოს დროით, 15 ივნისს, 03:30 საათზე დაიწყება, ფინალი კი 7 ივლისს – 23 საათზე. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • Don_Andresito
    schedule 15 მაი 2019, 16:32

    ბრაზილია გამოკვეთილი ფავორიტია. პასპინძელია, დასვენებული და მოხოდილი სასტავი ყავს და ასე შემდეგ. არგენტინა ტყიდან გამოქცეული ფეხბურთელებით და მწვრთნელით უშანსოდ მეჩვენება მარა ტრიუმფი მესის მაგრად მოხოდავდა

  • messi and iniesta
    schedule 15 მაი 2019, 08:54

    მეფებ უმდა იზეიმოს ეს ტიტული

  • Johan Cruyff 14
    schedule 15 მაი 2019, 07:56

    ჩემ დაბადების დღეზეა ფინალიი ვამოოს არგენტინაა <3

  • Bola
    schedule 15 მაი 2019, 01:38

    მე როგორც ბრაზილიის გულშემატკივარს არ მეწყინება რა თქმა უნდა მესის გამო მაგათი გამარჯვება თორე ისე არგენტინის ატანა არ მაქვს. ამასთანავე ცოტა ილუზია მგონიაა მაგათი გამარჯვება. საერთოდ ვინღა დარჩა გუნდში ყველა ნორმალური დაბერდა.ახალგაზრდებიც კი არავინაა ისეთი.შეტევაში არის ხალხი და ისიც სკამზე ზის ყველა. შანსი რა თქმა უნდა არის მაგრამ არამგონია ბრაზილიამ ეს ტიტული დათმოს. ტიტეს ამბავიაა რო ტიტული ჭირდება ბელგიასთან მარცხის შემდეგ თორე ბრაზილია კოპაზე თავს არასდროს იკლავდა. მეორე შემადგენლობებით გამოდიოდა. ეხლა მასპინძლობის პონტშიც იაქტიურებენ. არავის უნდა არგენტინამ მარაკანაზე რაიმე მოიგოს. იმ 7-1 ის მიიხედავადაც კი გერმანიისკენ იყვნენ ფინალში 2014 წელს. ვერავინ ვერ იტანს არგენტინელებს სამხრეთ ამერიკაში. ძაან ცუდი ხალხია.

  • M10 S9 D11
    schedule 15 მაი 2019, 01:10

    საკმაოდ სუსტ ჯგუფში მოხვდა არგენტინა ასე რომ ჯგუფიდან თავისუფლად გავლენ აი მერე უნდა იყოჩაღოს ისევ მესიმ თორე ესენი არაფრის გამკეთბლები არ არიან

  • grizmann
    schedule 15 მაი 2019, 00:39

    ოფიციალურად: გრიზმანი ატლეტიკოს ტოვებს ატლეტიკოს ტვიტერმა დაწერააააააააა heart_eyes

  • neo222
    schedule 15 მაი 2019, 00:20

    უფრო ბრაზილია მოიგებს მგონია

  • Magician
    schedule 15 მაი 2019, 00:02

    ეჰ, როგორ მინდა, რომ არგენტინამ მოიგოს, მაგრამ მიზერულია შანსები 🙁