workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“თქვენი დროც მოვა”

“თქვენი დროც მოვა”

მოგეხსენებათ საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” და საერთოდ კლუბს აქვს საკუთარი არხი, რომლის დასახელებაა “ბარსა ტვ”. ამ ტელეკომპანიამ “ბარსელონა ბ” – ს ფეხბურთელებისათვის შექმნა ერთგვარად გამამხნევებელი ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია კლუბის მეორე გუნდში თამაში ისეთი ფეხბურთელებისა, როგორიც თავის დროზე იყო ხოსეპ გვარდიოლა და ამჟამად არიან: ჩავი ერნანდესი, კარლეს პუიოლი, ანდრეს ინიესტა და ლეო მესი.  

თითოეულ ფეხბურთელს სურს, რომ პირველ გუნდში გადმოვიდეს მეორე გუნდიდან. მაგრამ მოცდა არის საჭირო, მოთმინება ამ დროს ყველაზე კარგი ხერხია. ამ ვიდეოს საშუალებით “ბარსა ტვ” – მ აჩვენა ფეხბურთელებს, რომ ისეთი დიდი ფეხბურთლებიც, როგორიც იყო გვარდიოლა თამაშობდა მეორე გუნდში და დიდ გუნდამდე საფეხბურებით გაიარა ყველაფერი. ამიტომაც მათი დროც მოვა, მოთმინებაა საჭირო. გთავაზობთ ვიდეოს :

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=bNKu-nPTK_g]

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში