workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფიგუ: ”ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალში ”ბარსელონა” და ”რეალი” ითამაშებენ”

ფიგუ: ”ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალში ”ბარსელონა” და ”რეალი” ითამაშებენ”

მადრიდის ”რეალისა” და ”ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ლუიშ ფიგუ თვლის, რომ მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ნახევარ-ფინალური წყვილი მისმა ყოფილმა გუნდებმა უნდა შეადგინონ, იტყობინება ”მარკა”.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედ-ფინალში ”სამეფო კლუბი” ინგლისურ ”ტოტენჰემს” დაუპირისპირდება, ხოლო ”ბარსელონა”  დონეცკის ”შახტარს” შეხვდება.

”თუ რაიმე მოულოდნელობებს არ ექნებათ ადგილი, ვთვლი, რომ ნახევარ-ფინალში ”რეალი” და ”ბარსელონა” ითამაშებენ. ჩვენ ბევრი ”კლასიკოს” მომსწრენი გავხდებით. ფეხბურთის მოყვარულთათვის ეს ბატალიები ნამდვილ საფეხბურთო დღესასწაულად იქცევა, ხოლო თავად ორივე კლუბის ფეხბურთელებს ძალიან დიდი ზეწოლისა და დაძაბულობის გადატანა მოუწევთ.” – განაცხადა ლუიშ ფიგუმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში