“ბარსელონა” სანაკრებო შესვენებას კარგ მდგომარეობაში ხვდება. კატალონიელებს ტრებლის მოგების შესანიშნავი შანსი აქვთ.
ერნესტო ვალვერდეს შეუძლია პეპ გვარგიოლას (2008-09) და ლუის ენრიკეს (2014-15) მიღწევა გაიმეოროს და ერთ სეზონში 3 ტიტული მოიგოს.
“ბარსელონა” დარჩენილ სეზონში 13, 15 ან 16 შეხვედრას ჩაატარებს (დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შორს წავლენ კატალონიელები ჩემპიონთა ლიგაზე).
ისინი კოპა დელ რეი ფინალში არიან, სადაც 25 მაისს “ვალენსიას” დაუპირისპირდებიან. ლა ლიგაში 10 ქულით ლიდერობენ და ამდენივე შეხვედრა დარჩათ ჩასატარებელი.
იმის მიუხედავად, რომ კატალონიელები 2 ტიტულის მოგებასთან ძალიან ახლოს არიან, მათ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მისღწევად მუშაობა მოუწევთ. “ბარსელონა” 1/4 ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედს” ხვდება. წითელი ეშმაკების ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, კატალონიელებს 1/2 ფინალში “ლივერპულთან” ან “პორტოსთან” დაპირისპირება მოუწევთ. თუ მათ ფინალშიც მოახერხეს გასვლა, ტიტულის მოსაპოვებლად შემდეგი 4 გუნდინან ერთ-ერთის დამარცხება მოუწევთ: “იუვენტუსი”, “მანჩესტერ სიტი”, “აიაქსი”, “ტოტენჰემი”.
გთავაზობთ “ბარსელონას” შესაძლო კალენდარს:
30/03/2019 · ლა ლიგა · ტური 29 · “ბარსელონა” – “ესპანიოლი”
02/04/2019 · ლა ლიგა · ტური 30 · “ვილიარეალი” – “ბარსელონა”
06/04/2019 · ლა ლიგა · ტური 31 · “ბარსელონა” – “ატლეტიკო”
10/04/2019 · ჩემპიონთა ლიგა · 1/4 ფინალი · “მანჩესტერ იუნაიტედი” – “ბარსელონა”
13/04/2019 · ლა ლიგა · ტური 32 · “უესკა” – “ბარსელონა”
16/04/2019 · ჩემპიონთა ლიგა · 1/4 ფინალი · “ბარსელონა” – “მანჩესტერ იუნაიტედი”
20-21/04/2019 · ლა ლიგა · ტური 33 · “ბარსელონა” – “რეალ სოსიედადი”
24/04/2019 · ლა ლიგა · ტური 34 · “ალავესი” – “ბარსელონა”
27-28/04/2019 · ლა ლიგა · ტური 35 · “ბარსელონა” – “ლევანტე”
30/04/2019 · ჩემპიონთა ლიგა · 1/2 ფინალი · “ბარსელონა” – “პორტო” / “ლივერპული”
4-5/05/2019 · ლა ლიგა · ტური 36 · “სელტა” – “ბარსელონა”
7-8/05/2019 · ჩემპიონთა ლიგა · 1/2 ფინალი · “პორტო” / “ლივერპული” – “ბარსელონა”
11-12/05/2019 · ლა ლიგა · ტური 37 · “ბარსელონა” – “ხეტაფე”
18-19/05/2019 · ლა ლიგა · ტური 38 · “ეიბარი” – “ბარსელონა”
25/05/2019 · კოპა დელ რეი · ფინალი · “ბარსელონა” – “ვალენსია”
01/06/2019 · ჩემპიონთა ლიგა · ფინალი · “ბარსელონა” – “იუვენტუსი” / “მან. სიტი” / “აიაქსი” / “ტოტენჰემი”
თუ მანჩესტერს გავცდით იმხელა ფსიქოლოგიურ მუხტს მიიღებს ბარსა რომ ნახევარფინალშიც საკაიფო შანსი გვექნება ახლა მთავარი ის არის რომ მოულოდნელი ტრავმები არ მიიღონ და ესპანიოლთან და ვილიარეალთან გადაათამაშოს ეს ატლეტიკო სად გამოეჩხირა შარშან რომასთან მეორე თამაშზე გადამწვარი იყო გუნდი
მსოფლიო ჩემპიონატების მერე გვიყვარს ტრიპლეტები 😀
და ფორმაში იყოს და ისეც არ აურიოს
მთავარია სუარესი გამოჯანმრთელდეს დროზე და მეტი აღარავინ დაიტრამვოს
უეჭველი უნდა დავდოთ ტრიპლეტი უეჭველი
წელს პროცენტულად ყველაზე დიდი შანსი ჩვენ გვაქვს, თან კალენდარიც ხელს გვიწყობს