დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
გამპერის თასი schedule 22:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ალ აჰლი ლოგო

ალ აჰლი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
“ბეტისი”-“ბარსელონა” წინასამატჩო მიმოხილვა

“ბეტისი”-“ბარსელონა” წინასამატჩო მიმოხილვა

კატალონიის “ბარსელონა” ლა ლიგის 28-ე ტურის მატჩს სტუმრად “რეალ ბეტისის” წინააღმდეგ გამართავს და ეცდება გააგრძელოს წაუგებელი სერია შიდა ჩემპიონატში. “ბარსა” უკვე 15 მატჩია არ დამარცხებულა. აღსანიშნავია, რომ ბოლოს მარცხი კატალონიელებმა სწორედ “ბეტისის” წინააღმდეგ იწვნიეს, როცა “კამპ ნოუზე” ანგარიშით 3:4 დამარცხდნენ.

“ბარსელონა” დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებით სხვაობას გაზრდის უახლოეს მდევარ “ატლეტიკო მადრიდთან”, რომელიც, თავის მხრივ, “ატლეტიკ ბილბაოსთან” 0:2 დამარცხდა.

საინტერესო ფაქტები

  • “რეალ ბეტისის” რიგებში სამი ექსბარსელონელი ასპარეზობს: მარკ ბარტრა, კრისტიან ტელიო და ვილფრიდ კაპტუმი
  • “ბლაუგრანამ” ლა ლიგის ბოლო გასვლით 7 მატჩში კარი მშარალად 5-ჯერ შეინახა
  • “ბარსელონა” (64.8) და “რეალ ბეტისი” (63.8) პრიმერა დივიზიონი საუკეთესო კლუბები არიან ბურთის ფლობის მხრივ
  • ლიონელ მესიმ “ბეტისთან” ჩატარებულ 18 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა
  • თუ ლუის სუარესი დღეს მეტოქის კარს დალაშქრავს, გაუთანაბრდება დიეგო ფორლანს და გახდება ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ურუგვაელი გოლეადორი (ფორლანთან ერთად)
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • ARTHUR MELO 8
    schedule 17 მარ 2019, 19:50

    დიდი ანგარიშით.უნდა მოვუგოთ.უმაღლესის ფეხბურთს ველი ბარსასგან.აბაროტი უნდა ავიღოთ

  • M10 S9 D11
    schedule 17 მარ 2019, 16:31

    უნდა მოვიგოთ დღეს აუცილებლად