“ბარსელონას” ურუგვაელმა ფორვარდმა, ლუის სუარესმა, პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2013 წელს ლონდონის “არსენალში” გადასვლა შეეძლო. იტყობინება, Skysports.com.
“ჩვენ მაშინ ევროპა ლიგაზე გავედით, თუმცა სეზონი ცუდად დასრულდა. მე “არსენალში” გადასვლას ვაპირებდი, თუმცა ჯერარდმა გადამაფიქრებინა. მან მე მითხრა: “გპირდები, თუ შენ დარჩები, შემდეგ წელს “ბაიერნში”, “ბარსელონაში” ან “რეალში” გადასვლას შესძლებ, სადაც მოისურვებ. “არსენალში” თავს უკეთ ვერ იგრძნობ.” ამ საუბრის შემდეგ, აგენტს ვუთხარი, რომ კლუბში ვრჩებოდი.” – განაცხადა, სუარესმა.
შეგახსენებთ, რომ სუარესი “ბარსელონაში” სწორედ 2014 წელს გადავიდა.




იცის ჯერარდმა საგანი და რა ქნას მაგარია სტივიჯი <3