workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: “რთულია დაასახელო ესპანეთის საუკეთესო ფეხბურთელი”

ჩავი: “რთულია დაასახელო ესპანეთის საუკეთესო ფეხბურთელი”

“ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი, თვლის, რომ ძალიან ძნელია გამოარჩიო ესპანეთის საუკეთესო ფეხბურთელი. იტყობინება გავლენიანი ესპანური გმაოცემა “მარკა”.

 

“ლურჯ–ბროწეულისფერთა” ნახევარმცველის განცხადებით, ყოველი ეპოქა ახალ გმირს წარმოშობს: “დღევანდელი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა მართლაც, რომ შეუდარებელია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. აქ თამაშით, ყველანი უდიდეს სიამოვნებას ვიღებთ. მაგრამ თუ მკითხავთ ვინ არის ესპანეთის საუკეთესო ფეხბურთელი, ნამდვილად ვერ გამოვარჩევ ვერავის, რადგანაც ეს ძალიან რთულია. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით მოვიგეთ. კასილიასი თავის საქმეს აკეთებს, მე ჩემსას, ვილია და ტორესიც თავიანთ საქმეს, ასე რომ ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია ნაკრებისთვის, ჩვენ ერთმანეთს გამოცდილებებს ვუზიარებთ”. განაცხადა ჩავი ერნანდესმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში