დღეს, “ბარსელონამ” ზეგ გასამართი “ელ კლასიკოსთვის” მოსამზადებელი ვარჯიში გამართა.
გუნდს დაუბრუნდა უსმან დემბელე, რომელმაც “ლეგანესთან” შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მას შემდეგ არ უვარჯიშია. სამაგიეროდ, სესიაში მონაწილეობა არ მიუღია ლიონელ მესის და ჯერ კიდევ უცნობია, მოახერხებს თუ არა “ბარსელონას” ლიდერი “რეალის” წინააღმდეგ მოედანზე გასვლას.
მატჩის განაცხადს ერნესტო ვალვერდე ხვალ საღამოს დაასახელებს, მესის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას კი იქამდე, ალბათ, ვერ გავიგებთ.




იმენა დავიღალე უკვე რაა აი 100%-ით ვიცი რო არაფერი არ სჭირს და გადამეტებულად ზრუნავენ მესი რო არ იყოს და ვინმე სხვა მეორე დღესვე იტყოდნენ რო არაფერი სჭირს
თუ ვერ ივარჯიშა ეგ დიდი ალბათობით იმის ნიშანია რომ ვერც სტადიონზე გამოვა.. :(( ძაან ცუდი.მარა იმედია დემბელე მაინც იქნება