“ბარსელონა” დღეს “კამპ ნოუზე” “ვალენსიას” ფრედ 2:2 ეთამაშა და ლა ლიგის მიმდინარე სეზონის 22-ე და 23-ე გოლები გაუშვა.
“ლურჯ-ბროწეულისფრებმა” ლა ლიგის მიმდინარე სეზონში “კამპ ნოუზე” 12 მატჩი გამართეს და 15 გოლის გაშვება “მოახერხეს”.
ეს “ბარსელონასთვის” იმდენად ცუდი შედეგია, რომ ბოლოს მსგავსი, რამ 16 წლის წინ, 2002/03 წლების სეზონში მოხდა. მიმდინარე სეზონის მსგავსად, მაშინაც, “ბარსამ” საკუთარ კედლებში ჩატარებულ 12 შეხვედრაში ზუსტად 15 გოლი გაუშვა. იმ დროს კატალონიელებს ლუი ვან გაალი ედგა სათავეში.




ამ შემადგენლობით ბარსა პირველ ტაიმშივე უნდა უგებდეს ნეისმიერ გუნდს.ვალვერდე მოსაცილებელია, დატანჯა გუნდი.ბარსა თუ შედეგს აღწევს ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე((((
დაცვაში მოვიკოჭლებთ ამ სეზონში ნუ გასაგებია რატომაც უმტიტი გვაკლია
პირველ სეზონში ვალვერდეს ვიცავდი ნამდვილად, რადგან ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი იყო და ამასთან ერთად შემადგენლობაც არ გვყავდა როგორც ახლა. მარა ახლა ვხვდები რო ვალვერდეშია პრობლემა, ასეთი რესურსით თამაშის ხარისხიც უკეთესი უნდა იყოს და ჩემპიონობაც კაი ხნის განაღდებული. როტაცია მესმის მარა არა ასეთი, მერე და სემედუ რომელიც ფრინავდა მოხსნა და დირკა რობერტო დატოვა. მალკომს ვაფშე არ აძლევს დროს და უცბად გამოიყვანა, ხედავდა სუარესი არაფრის მაქნისი იყო გაკოეყვანა ბოატენგი, არტურს რო თავიდანვე დაეწყო თამაში მოგებული გვქონდა ეს იგრა. ვალვერდეს გამართლება არ აქვს არანაირი უკვე, რამხელა პოტენციალს უსპობს გუნდს და აცოდვილებს.