“ბარსელონას” ფორვარდმა, ლუის სუარესმა მიმდინარე სეზონის გეგმებსა და ერნესტო ვალვერდეს მუშაობაზე ისაუბრა.
“ბარსელონა” ტრიპლეტისთვის იბრძოლებს. კოპა დელ რეის ნახევარფინალის საგზური მოვიპოვეთ, პრიმერა დივიზიონში ვლიდერობთ, ჩემპიონთა ლიგაზე კი ნებისმიერ სიტუაციასთან გამკლავებისთვის საჭირო გამოცდილება გვაქვს.
ვალვერდეს სავარაუდო წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მაკვირვებს. ერნესტო ფეხბურთელებში დარწმუნებულია, ხოლო გუნდს მისი მუშაობა აკმაყოფილებს. თითოეული ჩვენგანი მოკრძალებით გამოხატავს შეხედულებას სათამაშო სიტუაციებთან დაკავშირებით, მთავარი მწვრთნელი კი მუდამ გვისმენს.
რთულია ყველას დაკმაყოფილება, როცა შენს გუნდში უამრავი ტოპ-მოთამაშე ირიცხება. თუ ერნესტო კონტრაქტს გაახანგრძლივებს მოხარული ვიქნები, მაგრამ ეს ფეხბურთელთა გადასაწყვეტი არაა.“-ამბობს სუარესი.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” შიდა ჩემპიონატში 49 ქულით ლიდერობს. კატალონიური გრანდი სამეფო თასის 1/2 ფინალში “რეალს” დაუპირისპირდება, ხოლო ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე – “ლიონს” (1/8 ფინალი).




რათქმაუნდა პისტოლერო
შენს პირს დიაბეტი ველოდები ტრიპლეტს
შენს პირს შაქარი ,,კიჭა"