წარმოგიდგენთ “ბარსელონას” ურუგვაელი ფორვარდის, ლუის სუარესის ექსკლუზიურ ინტერვიუს გამოცემა Sport-თან.
– გაგიჭირდათ დაძინება წარმოუდგენელი ქამბექის შემდეგ?
– ეს სიტუაციაზეა დამოკიდებული. ხშირად ადრენალინის მოზღვავებისას ძილი ჭირს, მაგრამ ამჯერად ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა.
– არის თუ არა ლუის სუარესი ის ადამიანი, რომელიც ხელმეორედ უყურებს საკუთარ მატჩებსა და გოლებს? გაქვთ თუ არა რუტინა?
– გააჩნია როგორი შეხვედრა ჩავატარე! ზოგჯერ მათი განმეორებით ხილვის სურვილი არ მაქვს. გუშინ ჩემს ცოლს მატჩის შესახებ ცოტა ხნით ვესაუბრე. ტელევიზორს ჩვეულებრივ, ახალი ამბების მოსასმენად ვუყურებ, რომლებიც სპორტს ნაკლებად უკავშირდება. ადრე ადგომა ჩემი ერთ-ერთი ამოცანაა, რათა ბავშვები სკოლაში დროულად მივიყვანო.
– რთულია იყო ლუის სუარესი?
– მე ვარ ქმარი, ფეხბურთელი და მამა, რომელიც ცდილობს ცოლ-შვილთან ერთად დრო გაატაროს. ადამიანთა გარკვეული ნაწილის აზრით, ჩვენ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე არავითარი წარმოდგენა არ გვაქვს, რადგან სხვა სამყაროში ვცხოვრობთ. ეს ასე არ არის, მე სოციუმის ნორმალური წევრი ვარ.
– თქვენგან მსმენია, რომ არსებობს ლუის სუარესის ორი ვერსია: მუდამ განრისხებული მოთამაშე და ნორმალური ადამიანი. შეიცვალეთ?
– [იცინის] არაფერი შეცვლილა, მე ამბიციური ფეხბურთელი ვარ. კვლავ თანდაყოლილი ჟინით ვთამაშობ, მოგების დაუცხრომელი სურვილი მაქვს და ეს მუდამ ასე იქნება. ბარსელონაში ცხოვრებამ უამრავი რამ მასწავლა – ვცდილობ საყვარელი სპორტით სიამოვნება მივიღო. ინტენსიურობა და აგრესიულობა ხალხის დაზიანებას არ გულისხმობს. დაპირისპირება და კამათი ჩემი ნაწილია. ახლა ვიცინი და თანაგუნდელებთან ერთად თავს ბედნიერად ვგრძნობ. ხასიათში ოდნავი გარდასახვა შემენიშნება, მაგრამ სტილი ხელშეუხებელია. მოედანზე ჩემში პროტესტს მცირე დეტალები აღძრავს, ხოლო მის ფარგლებს გარეთ თუ წყობიდან გამოვედი, ესე იგი, რაღაც სერიოზული მოხდა.
– პუიოლი მუდამ ამბობდა, რომ პიკესთან ურთიერთობამ მისი ცხოვრებისეული და საფეხბურთო შეხედულებები შეცვალა. რა გავლენა აქვს ლეოს თქვენზე?
– მატჩებისადმი ლეოს მიდგომამ ბევრი რამ მასწავლა. აქამდე მეგონა, რომ სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად შეხვედრაზე კონცენტრაცია საათებითა და დღეებით ადრე უნდა მომეხდინა. ვფიქრობ, “ბარსელონაში” გამეფებული ატმოსფერო დიდ გავლენას ახდენს ჩემზე – აქ ყველა ყურადღებით ეკიდება შეხვედრებს, მაგრამ ამას ბევრად უფრო მშვიდად აკეთებენ.
– როგორი ადამიანია ნეიმარი საფეხბურთო ფარგლებს გარეთ და მისი რომელი თვისება გენატრებათ ყველაზე მეტად?
– ნეიმარი გასახდელში ჰარმონიულ განწყობას ნერგავდა. მის სახეზე მუდამ ღიმილი იყო გამოსახული, რაც ბრაზილიელთა საერთო თვისებაა. რა თქმა უნდა, ის მენატრება, მაგრამ “ბარსა” შეიცვალა” – ჩვენ იმ პრობლემის გადაჭრა დაგვჭირდა, რომელიც მისმა წასვლამ წარმოშვა.
– გჯერათ თუ არა მისი დაბრუნების?
– საფეხბურთო მოვლენათა პროგნოზირება შეუძლებელია. მოცემულ მომენტში ნეიმარი პარიზში ცხოვრებით ტკბება. ბუნებრივია, როგორც ყოფილ თანაგუნდელსა და მეგობარს საუკეთესო მოთამაშეთა გარემოცვაში ყოფნა მსურს. თუმცა, ვიმეორებ – ამ სპორტში არასდროს იცი რა მოხდება.
– თუმცა ეს საკითხი გხიბლავთ…
– ბუნებრივია, რადგან ნეიმარს მოედანზე გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლია. “ბარსელონადან” წასვლა მისთვის რთული გადაწყვეტილება გამოდგა და ასევე იქნება დაბრუნების შემთხვევაშიც.
– უამრავი ადამიანისთვის მესის პიროვნული მხარე გამოცანაა, მაგრამ თქვენ მოედნის ფარგლებს გარეთ მასთან დროის გატარების პრივილეგიით სარგებლობთ. რის შესახებ ესაუბრებით ლეოს მანქანაში?
– ჩვენი სასაუბრო თემა მხოლოდ ფეხბურთი არ არის – განვიხილავთ წარსულსა და მომავალს. მე და ლეო არამხოლოდ თანაგუნდელები, არამედ უამრავი საერთოს მქონე მეგობრები ვართ. ზოგჯერ რომელიმე ჩვენგანის სახლში საათობით ვსხედვართ. უამრავი ადამიანი მასში ხედავს მესის, ხოლო ჩემთვის ის უბრალოდ ლეოა.
– უყურებთ თუ არა მატჩებს ერთად?
– არა, მაგრამ მატჩში განვითარებულ დადებით თუ უარყოფით მოვლენებს განვიხილავთ. ჩვენ თვითკრიტიკა გვახასიათებს. არის მომენტები, როცა გუნდი იმარჯვებს, მაგრამ საკუთარი გამოსვლით უკმაყოფილო ვარ, ლეო კი ამას გრძნობს. მეც ვხვდები, თუ როდისაა ის გაბრაზებული ნაჩვენები თამაშით.
– შეესაბამება თუ არა სიმართლეს ადგილობრივი ლეგენდა იმის შესახებ, რომ ცხრიანის მოვალეობების სრულყოფილად შესრულების უფლება ლეომ მოგცათ?
– ლუის ენრიკეს მიერ დანერგილ სისტემაში ლეო “მატყუარა ცხრიანის” როლს თამაშობდა, ხოლო მე და ნეიმარს მეტოქეთა ფლანგებზე უნდა გამოგვეწვია ქაოსი. თავდასხმის ცენტრში მცველებს შორის არსებული სივრცის გამოყენებასაც მავალებდნენ. “აიაქსთან” გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაში, მეტოქეებმა უკანა ხაზი საგრძნობლად დაწიეს, მესის კი მანევრირება გაუჭირდა. მისი პოზიცია მე დავიკავე და ორი შესანიშნავი გათამაშება გამოგვივიდა. ამის შემდეგ მან მითხრა, რომ სურვილის გაჩენის შემთხვევაში შემეძლო იმ პოზიციაზე დავრჩენილიყავი. მოგვიანებით, მწვრთნელმა ტრიოს თითოეულ წარმომადგენელს გვკითხა, თუ რას ვფიქრობდით სამომავლოდ პოზიციათა ამგვარ გადანაწილებაზე. სამივემ თანხმობა განვაცხადეთ.
– ახლა ნეიმარის ნაცვლად დემბელეა, რომელიც უკანასკნელ თვეთა განმავლობაში სენსაციურად პროგრესირებს – ამაში მისმა გარემოცვამ დიდი წვლილი შეიტანა. რამ განაპირობა მოვლენათა ამგვარი განვითარება?
– უსმანი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელსაც სუპერვარსკვლავობაში უამრავი პიროვნება არწმუნებს. რეალურად, დემბელეს ბევრი რამ აქვს ასწავლი. ასეთი ცხოვრებისეული გამოცდილება მეც მაქვს მიღებული და ვხვდებოდი, რომ ფრანგს მხარდაჭერა სჭირდებოდა. გასახდელში უამრავი მოთამაშეა, რომლისგანაც მას მაგალითის აღება შეუძლია. უსმანისთვის ბურთთან მოპყრობის ხელოვნება უცხო არ არის, თუმცა, ვარჯიში სხვა საკითხია. პროგრესისთვის რუტინა სჭირდება. აშკარაა, რომ ეს დასაწყისია და სამომავლოდ დემბელე ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდება.
– ის განსაკუთრებული მოთამაშეა. გინახავთ თუ არა ასეთი სწრაფი ფეხბურთელი?
– არა.
– ბურთის გაგდებისას დემბელე საოცარი სანახავია, ასე არ არის?
– ზოგჯერ უსმანი ამას იმდენად სწრაფად აკეთებს, რომ კონტრ-შეტევაში დროულად ჩართვას ვერ ვასწრებ. საკმარისად სწრაფი არ ვარ, ხოლო როცა მესის ვუყურებ, რომელიც კიდევ უფრო უკანაა დახეული, ერთხმად ვაღიარებთ, რომ ვერასდროს დავეწევით. როცა დემბელე ბურთს იღებს, აუცილებელია გარკვეული ტერიტორიული უპირატესობა გქონდეს. საწინააღმდეგო შემთხვევაში იერიშის აგება გაგიჭირდება.
– აქვს თუ არა მას ბურთის კონტროლის პრობლემა?
– არის შემთხვევები, როცა მან არ იცის თუ ვის უნდა გადააწოდოს ბურთი. მიუხედავად ამისა, უსმანი საჭირო მოთამაშეა.
– დემბელეს გააქვს დასამახსოვრებელი გოლი, ხოლო რამდენიმე წუთში უმარტივეს მომენტში უშვებს შეცდომას. ის მოთამაშეა, რომელიც კონცენტრაციას კარგავს…
– როცა საკუთარ თავს ეუბნები, რომ ბურთის დაკარგვას არ აპირებ სწორედ მაშინ მოგდის უმარტივესი შეცდომა. გააჩნია სიტუაციას.
– სეზონის დასაწყისში გოლის გატანა გიჭირთ, რაც გარკვეულ ჭორებს წარმოშობს. ახდენს თუ არა კრიტიკა გავლენას თქვენს გამოსვლაზე?
– კრიტიკა “ბარსელონას” განუყოფელი ნაწილია. თითოეულმა ჩვენგანმა იცის არსებული მოთხოვნების შესახებ. ერთი წარუმატებელი მატჩიც კი საკმარისია უამრავი კითხვის ნიშნის წარმოშობისთვის. ამასთან მუდმივად გამკლავება გიწევს. ჟურნალისტების სკეპტიციზმი ჩემზე ნეგატიურ გავლენას არ ახდენს. ჩემი ასაკის გათვალისწინებით ვცდილობ კრიტიკას საუკეთესო გზით ვუპასუხო. გული მხოლოდ მაშინ დამწყდება, თუ კლუბი ჩემ შემცვლელზე მუშაობას გაუფრთხილებლად დაიწყებს.
– კარიერის აქ დასრულებით ბედნიერი იქნებით?
– დიახ, კარიერის საუკეთესო გუნდში დასრულება თითოეული მოთამაშის ოცნებაა, მაგრამ ამავდროულად, ამის სირთულის გათვალისწინებაც გიწევს – “კამპ ნოუს” ლურსმანზე ბუცები უამრავმა დიდმა ფეხბურთელმა ვერ ჩამოკიდა.
– მუხლის დაზიანება გქონდათ. დაიძლია თუ არა ეს პრობლემა?
– დიდი ხანია არაფერი მიგრძვნია და მართალი გითხრათ, არ მსურს ამაზე ვიფიქრო. ექიმებთან რამდენიმე თვიანმა მუშაობამ დამამშვიდა.
– როგორ შეძელით მაღალი ტემპის შენარჩუნება ამ დისკომფორტის გათვალისწინებით?
– აგვისტოდან დეკემბრამდე ტკივილი მაწუხებდა, მაგრამ უკანასკნელი პერიოდი შესანიშნავი გამოდგა.
– კოუტინიო “სევილიასთან” მატჩამდე აშკარად არ ჰგავდა საკუთარ თავს. თქვენი აზრით, ეს პოზიციის შეუფერებლობითაა გამოწვეული თუ ნაკლები თავდაჯერებულობით?
– არამგონია ეს პოზიციის ბრალი იყოს, რადგან ბრაზილიის ნაკრებსა და “ლივერპულში” ის ანალოგიურ როლს ასრულებდა. თამაშის ხარისხში ოდნავი ცვლილება ნამდვილად შეიმჩნევა, მაგრამ ფილიპემ იცის რა უნდა გააკეთოს.
– არ თვლით, რომ ფილიპე ცოტათი არასტაბილურია?
– მას რთული პერიოდის გადალახვა უწევს ისევე, როგორც თითოეულ ჩვენგანს. ვიცი, რომ არის მომენტები, როცა არაფერი გამოგდის და გაუმჯობესებულად მოქმედება გმართებს. ფილიპეს ევროპულ ფეხბურთში ასპარეზობის მრავალწლიანი სტაჟი აქვს. “ბარსაში” გატარებული 6 თვის განმავლობაში მან საკუთარი დონე არაერთხელ გვაჩვენა.
– იმოქმედა თუ არა სათადარიგოთა სკამზე დაჯდომამ ფილიპეზე?
– “ბარსელონური” კარიერის დასაწყისში ის რეგულარულად ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ მოგვიანებით მიღებულმა ტრავმამ ფილიპეზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. კოუტინიო სისტემასთან ადაპტირებს და მწვრთნელის მითითებებს ასრულებს – ის ახლა კარგ ტალღაზეა.
– შემადგენლობა განახლდა, ერთ-ერთი ახალი სახე კი ფრენკი დე იონგია: სუფევს თუ არა კარგი განწყობა გასახდელში ამ ამბის გაგების შემდეგ?
– დიახ, რა თქმა უნდა. ფრენკიზე მთელი ევროპა საუბრობს. ამ შესანიშნავ მოთამაშეს თბილად მივიღებთ და გადაჭარბებულ ზეწოლას თავიდან ავარიდებინებთ. დე იონგმა უნდა გაიაზროს, რომ მისი ერთადერთი დავალება “ბარსელონას” დახმარება იქნება.
– ესაუბრეთ თუ არა გრიზმანს, როცა მისი ტრანსფერის თაობაზე ინფორმაცია გავრცელდა?
– არა, მას მხოლოდ მატჩებსა და გოდინის გარემოცვაში ვხედავდი, მაგრამ ეს საკითხი ანტუანთან არასდროს განმიხილავს.
– როგორ ფიქრობთ, გამოიწვევს თუ არა დე იონგის ტრანსფერი მოთამაშეთა გარკვეული კატეგორიის უკმაყოფილებას? მაგალითად, რაკიტიჩის.
– არა, რადგან ისინი უაღრესად გამოცდილი პროფესიონალები არიან – ივა, არტურო და ბუსკეტსი. ჩემ შემთხვევაშიც იმავეს ვიტყოდი. “ბარსელონას” რომ 22 წლის შემტევი მოეყვანა მხოლოდ და მხოლოდ გამიხარდებოდა, რადგან ამ კლუბის ფილოსოფიასთან შეხება მორიგ მოთამაშეს ექნებოდა. “ბლაუგრანაში” ყველა ეგუება საკუთარ ასაკს.




რავა წამოჭიმულა სავარძელზე :დდდდდდდ
ძაან მიყვარხარ და დიდ პატივს გცემ სუა!
-ბურთის გაგდებისას დემბელე საოცარი სანახავია, ასე არ არის?
– ზოგჯერ უსმანი ამას იმდენად სწრაფად აკეთებს, რომ კონტრ-შეტევაში დროულად ჩართვას ვერ ვასწრებ. საკმარისად სწრაფი არ ვარ, ხოლო როცა მესის ვუყურებ, რომელიც კიდევ უფრო უკანაა დახეული, ერთხმად ვაღიარებთ, რომ ვერასდროს დავეწევით. როცა დემბელე ბურთს იღებს, აუცილებელია გარკვეული ტერიტორიული უპირატესობა გქონდეს. საწინააღმდეგო შემთხვევაში იერიშის აგება გაგიჭირდება.
საღოოლ :დ ფლეშია თუ კოღო ტოო
როგორც ადამიანი მოედანზე საზიზღარი ფეხბურთელია მაგრამ როგორც მოთამაშე ცხოველიააა <3
კიდე ბევრი გოლე გაგეტანოს ელ პისტოლერო
saswauli iyo. iwyebda da amtavrebda. mashin pistolero ki ara kai avtomatic iyo. psg stan ra damaviwyebs amis jadoqrobebs, david luizs kariera ro daungria :d metireba ro maxsendeba ro pikshi myofma triom 1 liga moigo marto. arada kargi naxevarmcvelebit moemaragebina xelmdzgvanelobas, dzlieri skami gvyoloda da 3jerac movigebdit zedized da 4 jerac. realma riti moigo garda marazmisa, dzlieri skamit. peresma skamze gaachera morata jamesi pepe danilo asensio bale isco. chven kide pedroc ki ver shevinarchunet. turanebit da aleix vidalebit gadzedzges gundi. dadebuliyo mashin verratti an cou, kargi mcvelebi centrshi da flangebze da kargi satadarigo forvardebi da saswaulebs izamdnen
ჯეკა კლასიკოზე რამოსი დაკბინე მაგის დედის წიოკი ვნახოთ ერთი 😂