“სასუოლოს” მწვრთნელი, რობერტო დე ზერბი კევინ-პრინც ბოატენგის “ბარსელონაში” ტრანსფერზე საუბრობს.
“ბოატენგი “სასუოლოსთვის” მნიშვნელოვანი დანაკარგია და შესაბამისად, მისი წასვლით უკმაყოფილო ვარ.
კევინის გაშვების გადაწყვეტილება კლუბთან ერთად მივიღე. “ბარსელონაში” გადასვლის მსგავსი უნიკალური შესაძლებლობა მას მომავალში აღარ მიეცემა.
პრინცი “კამპ ნოუზე” იასპარეზებს. თანაგუნდელები მის გამო ბედნიერები არიან. მომხდარმა მათ უკეთ თამაშის მოტივაცია უნდა მისცეს. “ბარსელონამ” 31 წლის ფეხბურთელი დაიმატა რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ მოთამაშეს ნებისმიერ დროს შეუძლია უმნიშვნელოვანესი კარიერული ნაბიჯის გადადგმა.”-ამბობს იტალიური კლუბის თავკაცი.
სამაგიეროდ ჩვენ ვართ კმაყოფილები
ზაფხულამდეა იჯარა, თუ წაგვადგება წაგვადგება, თუარადა არც იკარგება რამე , მინიმალირი რისკია
მომკალით და ამ პოლიტიკას ვერ გავუგე ვერაფერი
რა განერვიულებთ დაგიბრუნდებათ 6 თვეში :დ